იცით თუ არა, რომ?

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

❓იცით თუ არა, რომ:

📍მოციქულთა სახელით ცნობილი 85 კანონი წმინდა კლიმენტიმ, რომის ეპისკოპოსმა II-III საუკუნეში შეადგინა.

📌 ხშირად ამ კანონების მკითხველს ჰგონია, რომ 85 კანონი მოციქულებმა შეადგინეს (მოციქულთა 85 კანონი), მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. უბრალოდ წმინდა კლიმენტიმ წმინდა მოციქულებს მიაწერა.

📍თავდაპირველად ეს კანონები არაღიარებული იყო და ეკლესიაში არ გამოიყენებოდა, მაგრამ VI საუკუნეში კანონთა კრებულში – Συναγωγή εις Ν’ Τίτλους – შევიდა, რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქმა იოანე სქოლასტიკოსმა შეადგინა და შედარებით ფართომაშტაბიანი აღიარება მოიპოვა.

📍691 წელს ტრულის მსოფლიო კრების მეორე კანონით კი ოფიციალურად დამტკიცდა და კლიმენტი რომაელის კანონებმა უკვე მსოფლიო სტატუსი მოიპოვეს.

📍მოგვიანებით, IX საუკუნეში კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქმა ფოტიოს დიდმა შეადგინა “თოთხმეტ-ტიტვლოვანი სჯულისკანონი”, სადაც ასევე შეიტანა წმინდა კლიმენტის კანონები.

📌 მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა კანონები ჯამში 771-ს შეადგენს, რომლებიც განსაზღვრავენ ყველაფერს ეკლესიისა და ქრისტიანული სარწმუნოების შესახებ.

ბოლო სიახლეები