რას ადგენს ბერძნული კონსტიტუცია რელიგიური გრძნობების შეურაცყოფისთვის?

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

იცით თუ არა, რომ:

ბერძნული კონსტიტუციის თანახმად აკრძალულია ნებისმიერი სახის შეურაცყოფა ქვეყანაში არსებული რელიგიების მიმართ. მაგალითად თუ ვიხილავთ საბერძნეთის კონსტიტუციის მეორე ნაწილის XIV მუხლის I-II პუნქტს, ვკითხულობთ შემდეგს: “ყველას შეუძლია გამოხატოს და გაავრცელოს თავისი აზრები ზეპირად, წერილობით და პრესის საშუალებით, სახელმწიფოს კანონების დაცვით. პრესა თავისუფალია. აკრძალულია ცენზურა და სხვა სიფრთხილის ზომები“. ამავე მუხლის მომდევნო პუნქტში კი წერია, რომ პრესის მუშაობა თავისუფალია, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ გაზეთები და სხვადასხვა სახის პუბლიკაციები საჯარო სივრცეში შეურაცყოფას აყენებენ ქრისტიანულ ანდა ქვეყნის სხვა ნებისმიერ აღიარებულ რელიგიას, პროკურატურას ეძლევა ნებართვა კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები გამოიყენოს – ლიცენზიის შეწყვეტა, სასამართლოზე გადაცემა და სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ნორმების თანახმად განსჯა.

საბერძნეთის სისხლის სამართლის კოდექსის VIII თავის 198-ე მუხლის I პუნქტი კი ადგენს, რომ ის ვინც საჯარო სივრცეში ნებისმიერი გზით შეურაცყოფს (ან მკრეხელობს) ღმერთს ისჯება ორი წლით თავისუფლების აღკვეთით. გარდა ამისა, ამავე თავის 199-ე მუხლის თანახმად პიროვნება, რომელიც ასევე საჯარო სივრცეში “ქრისტეს აღმოსავლურ მართლმადიდებელ ეკლესიას” ან საბერძნეთში არსებულ სხვა რელიგიას აყენებს შეურაცყოფას ასევე ორი წლის თავისუფლების აღკვეთით ისჯება. შეურაცყოფა შეიძლება გამოხატული იყოს რომელიმე რელიგიის სწავლების ან ტრადიციის მიმართ წერილობით ანდა სიტყვიერად. 

ამავე თავის მე-200 მუხლის I პუნქტი ადგენს, რომ ის ვინც ნებისმიერი სახით შეეცდება რელიგიურ მსახურებას ხელი შეუშალოს ანდა ჩაშალოს სასამართლო მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯის.

ბოლო სიახლეები