როგორ ირჩევენ საბერძნეთში ახალ მღვდელმთავარს?

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

იცოდით თუ არა რომ? 

საბერძნეთის (ელადის) მართლმადიდებელ ეკლესიას მკაცრად განსაზღვრული სინოდური მუშაობის სტრუქტურა გააჩნია

საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს ეგრედწოდებული ,,სამღვდელმთავრო კატალოგი” რომელიც აერთიანებს ასობით არქიმანდრიტს და კატალოგი ყოველ წელს ახლდება

იმისთვის რომ კატალოგში მოხვდეს არქიმანდრიტი იგი შემდეგ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს: 

1. უქორწინებლობა (მღვდელმთავრობის კანდიდატს წარსულში არ უნდა გააჩნდეს ქორწინების ისტორია) 

2. განათლებით უნდა იყოს თეოლოგი (უმაღლესი განათლების მქონე ღვთისმეტყველი)

3. არ უნდა იყოს ნასამართლევი 

კატალოგში შეყვანილ ნებისმიერ არქიმანდრიტს აქვს მღვდელმთავრად გამორჩევის რეალური შანსი თუ იგი მღვდელმთავართა უმრავლესობის ხმებს მოიპოვებს.

არჩევის წესი: 

კატალოგიდან კანდიდატებად დასახელდება სამი არქიმანდრიტი (შემთხვევითობის პრინციპით) ხსენებულ კანდიდატებს ხმათა უმრავლესობით აირჩევს მღვდელმთავართა კრება და სწორედ მათ შორის გაიმართება ფარული არჩევნები.

არქიმანდრიტი რომელიც სამიდან ყველაზე მეტ ხმას მიიღებს იგი გამოცხადდება დაქვრივებული ეპარქიის არჩეულ მღვდელმთავრად და არაუგვიანეს 40 დღისა შედგება მისი მღვდელმთავრად კურთხევა.

სინოდის დასრულების შემდეგ მღვდელმთავართა კრებული გადაინაცვლებს ათენის საკათედრო ტაძარში სადაც იმართება საზეიმო დოქსოლოგია და მღვდელმთავრად გამორჩეული არქიმანდრიტის მრევლთან წარდგენა.

ბოლო სიახლეები