ალექსანდრიის პატრიარქის საპროტესტო წერილი ალექსანდრიის კოპტ პატრიარქს

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

მისი უნეტარესობა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი თეოდორე II ალექსანდრიის კოპტ პატრიარქს თეოდორეს საპროტესტო წერილით მიმართავს.

წერილის საფუძველი იყო რუსეთის ეკლესიის ეგზარქოსისთვის, კლინის მიტროპოლიტ ლეონიდასისთვის კაიროში წმინდა ტაძრის გადაცემა რუსული დიასპორის რელიგიური საჭიროებისთვის.

ალექსანდრიის პატრიარქი გამოხატავს იმედგაცრუებას ამ ქმედების გამო და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კოპტი პატრიარქის გადაწყვეტილებამ ის უსიამოვნოდ გააკვირვა.

„ეს არის პირდაპირი ჩარევა ზეცის ქვეშ მიწაზე მყოფი აფრიკის მართლმადიდებლი ეკლესიის საქმიანობაში და ჩვენთვის განიხილება როგორც სერიოზული დარღვევა!“- ხაზს უსვამს უნეტარესი თეოდორე.

პ.ს მას შემდეგ რაც ალექსანდრიის მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიარა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, მოსკოვის საპატრიარქომ გაწყვიტა ევქარესტიული კავშირი ალექსანდრიის მართლმადიდებელ ეკლესიასთან და აფრიკაში დაარსა რუსული ეგზარქია, ეს უკანასკნელი მოვლენა გახდა დაპირისპირების მიზეზი ალექსანდრიისა და მოსკოვის საპატრიარქოებს შორის.

ბოლო სიახლეები