2022 წლის 10-12 იანვარს ალექსანდრიის საპატრიარქოს წმინდა სინოდი შედგა, რომელმაც სხვადასხვა საკითხებთან ერთად ექვსი ახალი მღვდელმთავარი გამოირჩია. კრება მოიწვია და უძღვებოდა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის უნეტარესი პაპი და პატრიარქი თეოდორე მეორე.
ესენი გახლავთ:
- ბუკობას ეპისკოპოსად არქიმანდრიტი ქრისოსტომოსი მაიდონი;
- გულუსა და ჩრდილოეთ უგანდას ეპისკოპოსად არქიმანდრიტი ნექტარიოსი კამბუიე;
- კანაგას მიტროპოლიტად არქიმანდრიტი ხარიტონ მუსუნგაი;
- გვინეის მიტროპოლიტის დამხმარე ეპისკოპოსად (ნიკოპოლი) არქიმანდრიტი თემისტოკლე ადამოპულოსი;
- კანაგას მიტროპოლიტის დამხმარე ეპისკოპოსად (კონსტანტინი) არქიმანდრიტი კოზმა თასიტისი;
- ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქის დამხმარე ეპისკოპოსად (ნილუპოლი) არქიმანდრიტი ნიკოდიმოს ტოტკასი.