ალექსანდრიის საპატრიარქოში რუსეთის ეკლესიის ანტიკანონიკური ქმედებები დაგმო საქართველოს ელჩმა კაიროში

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

2022 წლის 4 აპრილს, ორშაბათს, ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპმა და პატრიარქმა, თეოდორე II-მ მიიღო საქართველოს ელჩის მოადგილე კაიროში ბატონი მიხეილ თიგიშვილი, ალექსანდრიის საპატრიარქო კომისრის, პელოსის მიტროპოლიტის, მეუფე ნარკისის თანდასწრებით.

შეხვედრაზე, რომელიც ძალიან მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა, ელჩმა, ისაუბრა რუსეთის საპატრიარქოს აფრიკაში უკანონო შეჭრაზე, გამოხატა თანადგომა ალექსანდრიის საპატრიარქოს მიმართ. ელჩის მოადგილემ, ალექსანდრიის ეკლესიის სამართლის უზრუნველსაყოფად, ძლიერი მხარდაჭერა დააფიქსირა, როგორც საელჩოს მხრიდან, ასევე საქართველოს პატრიარქ ილია მეორის მხრიდან.

მისმა უნეტარესმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ელჩს საპატრიარქოს საკითხებისადმი გამოხატული გულწრფელი ინტერესისთვის, ასევე საკითხის სერიოზულობის სრულად გაცნობიერებისთვის, ვინაიდან საქართველოს ეკლესიამაც განიცდის ამ სახის უკანონო ქმედებებს რუსეთის ეკლესიის მხრიდან.

და ბოლოს, მხარეებმა გამოთქვეს უკმაყოფილება უკრაინაში არსებული საომარი ვითარების გამო და იმედოვნებენ, რომ ომი მალე დასრულდება.

ბოლო სიახლეები