“რუსეთის ეკლესიამ აფრიკაში განკვეთილი სას. პირები და თვითმარქვიები მღვდლებად აღიარა” – მადაგასკარის ეპისკოპოსი

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

მას შემდეგ, რაც რუსეთის ეკლესიის სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება შეიჭრას ალექსანდრიის უძველესი საპატრიარქოს ტერიტორიაზე და იქ ანტიკანონიკურად ეპარქია დააარსოს, ალექსანდრიის პრეზვიგენული საყდრის მხრიდან უმწვავესი რეაქცია მოჰყვა.

ალექსანდრიის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა დაუყონებლივ მიმართა მსოფლიო საპატრიარქოს, სადაც საჩივარი შეიტანა. მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა, როგორც პირველი საყდრის მეთაურმა მოიწვია პენტარქიის კრება, რომელიც დიდ მარხვაში ჩატარდება და რუსეთის ეკლესიას ანტიკანონიკური ქმედებების გამო განსჯის. გარდა ამისა ალექსანდრიის პატრიარქმა თეოდორემ რუსეთის პატრიარქ კირილეს გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა, სადაც აფრთხილებს, რომ თუ დაუყონებლივ არ გაიწვევს ანტიკანონიკურად დადგენილ ე.წ. “აფრიკის ეგზარქოსს” ალექსანდრიის საპატრიარქო მას განკვეთავს და ერისკაცის დონემდე დაიყვანს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ალექსანდრიის საპატრიარქოს ჩრდილოეთ მადაგასკარის ეპისკოპოსი პროდრომე საუბრობს და აცხადებს, რომ რუსეთის ეკლესიამ მრავალი ანტიკანონიკური დანაშაული ჩაიდინა. ალექსანდრიის უძველესი საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიაზე შეჭრის გარდა, რუსეთის ეკლესიამ ზნეობრივი და მორალური მიზეზების გამო განკვეთილი სასულიერო პირები შეიწყნარა და მათი კანონიკურობა აღიარა. გარდა ამისა, რუსებმა აფრიკაში სხვადასხვა ქრისტიანული დენომინაციების სასულიერო პირები ასევე კანონიკურად აღიარა.

აქვე დასძენს, რომ არსებობენ ასევე კანონიკური ეკლესიის სასულიერო პირები, რომელთაც დატოვეს ალექსანდრიის საპატრიარქოს იურისდიქცია და რუსეთის ეკლესიას შეუერთდნენ, მაგრამ ამის ერთადერთ მიზეზად მხოლოდ ეკონომიკურ დახმარებას ასახელებს, რასაც აფრიკელი სასულიერო პირები რუსეთიდან იღებენ. ეპისკოპოსი პროდრომე აცხადებს, რომ მღვდლებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს რუსებთან გადასულიყვნენ, აღიარეს, რომ ამას მხოლოდ ეკონომიკური დახმარების გამო აკეთებენ.

ბოლო სიახლეები