რუსეთის ეკლესიამ შურისძიებით დაარღვია მსოფლიო კრებათა ტრადიცია – ალექსანდრიის პატრიარქი

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

დღეს, 13 იანვარს ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის უნეტარესი პაპი და პატრიარქი თეოდორე მეორე ენციკლიკას აქვეყნებს, რომლითაც ალექსანდრიის უძველესი პრესვიგენული საპატრიარქოს სასულიერო და საერო დასს მიმართავს.

ენციკლიკაში მისი უნეტარესობა ალექსანდრიის ეკლესიის წევრებს მიმართავს, როგორც მათი სულიერი მამა და მწყემსი და აღნიშნავს, რომ ამ უძველესი ეკლესიის ცხოვრება არ ყოფილა მარტივი არც წარსულში და არც აწმყოში, მაგრამ ამის მიუხედავად ის დარჩება მის მორწმუნეებთან სამყაროს აღსასრულამდე.

ასევე აღნიშნავს, რომ ზოგიერთი “ცრუმოძღვრები” თქვენი პატრიარქის ნებართვის გარეშე ცდილობენ აფრიკაში განხეთქილება და დაპირისპირება დასთესონ, მაგრამ ასევე “ბინძური ფულით” [აღნიშნავს პატრიარქი] ცდილობენ ამ დაპირისპირების გაღვივებასა და მოსყიდვას, რათა ხელი შეუშალონ ალექსანდრიის საპატრიარქოს სახარებისეულ და სამოციქულო მსახურებას.

“და რა არის ამ არეულობის მიზეზი? მრწამს, კარგად უწყით, რომ ეკლესია წმინდა მოციქულებისა და მოწაფეების მიერ იქნა ორგანიზებული, რომლებმაც მათ ადგილას ეპისკოპოსები აკურთხეს, რომელთაც ჩამოაყალიბეს ადგილობრივი ეკლესიები და კონკრეტული გეოგრაფიული საზღვრები დაადგინეს. ეს დაამტკიცეს წმინდა მსოფლიო და ადგილობრივმა კრებებმა მრავალი წმინდა კანონთა მეშვეობით, რომლებიც წესით ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ უნდა იყოს პატივცემული” – აღნიშნავს უნეტარესი პაპი და პატრიარქი თეოდორე.

აქვე შეეხება ქრისტიანული ეკლესიის ჩამოყალიბების პირველ ეტაპს: “ქრისტიანული სამყაროს პირველი ორგანიზება მოხდა ხუთ საპატრიარქოდ, ესეიგი ეგრედ წოდებული პენტარქია: 1. რომის საპატრიარქო, 2. კონსტანტინეპოლის საპატრიარქო, 3. ალექსანდრიის საპატრიარქო მთელი აფრიკითა და მისი კუნძულებით, 4. ანტიოქიის საპატრიარქო, 5. იერუსალიმის საპატრიარქო, მაგრამ ასევე კვიპროსის ავტოკეფალური ეკლესია.

დასავლურ საქრისტიანოში პირველობა რომს საპატრიარქოს უპყრია, ხოლო აღმოსავლეთის ეკლესიაში კონსტანტინეპოლის (ახალი რომის) საპატრიარქოს, რომელსაც ძველი რომის თანასწორი ადგილი და პირველობა ექნება. 1054 წლის სქიზმით კი დასავლური ეკლესია (რომის კათოლიკური ეკლესია) გამოეყო და მართლმადიდებლურ აღმოსავლეთში პირველობა მხოლოდ მსოფლიო საპატრიარქომ დაიკავა, რომელსაც განსაკუთრებული პრივილეგიები და პასუხისმგებლობები გააჩნია ეკლესიის წინაშე. მსოფლიო საპატრიარქოს ეს განსაკუთრებული და ერთადერთი ადგილი მტკიცდება წმინდა კანონებითა და ეკლესიის ტრადიციითა და პრაქტიკით. მსოფლიო საპატრიარქოს, რომელსაც გააჩნდა პირველი სიტყვა, თანამშრომლობდა დანარჩენ ძველ საპატრიარქოებთან (ალექსანდრია, ანტიოქია და იერუსალიმი) და ზრუნავდა მართლმადიდებელი ეკლესიის მართვაზე და არსებული პრობლემების გადაჭრაზე” – აცხადებს პატრიარქი თეოდორე.

მისი უნეტარესობა ასევე საუბრობს, რომ როდესაც ზოგიერთმა ტერიტორიებმა სახელმწიფოებრივი სტატუსი შეიძინეს, მათ დამოუკიდებელი ეკლესიები ჩამოაყალიბეს. მსგავსად ჩამოყალიბდა რუსეთის ეკლსია, რომელიც ავტოკეფალია 1589 წელს მიიღო. მისი პოლიტიკური მდგომარეობის გამო ეკონომიური ძალა მოიხვეჭა, რითიც მრავალ პრობლემას ქმნიდა. 

“რუსეთის ეკლესიას, რომელსაც სურდა მისი ძალაუფლება კიდევ უფრო გაეძლიერებინა მართლმადიდებლურ სამყაროში, რომელიც საერო ძალაუფლებასაც იყენებდა, ძალადობრიბად დაიწყო დაეპყრო და დაექვემდებარებინა მეზობელი მართლმადიდებელი ეკლესიები, როგორც კიევის სამიტროპოლიტო, რომელიც მუდამ მსოფლიო საპატრიარქოს ექვემდებარებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რომლის წევრი იყო რუსეთიც და უკრაინაც, 1991 წელს უკრაინელებს – რომელიც რუსებისგან განსხვავებული ერია – სურდათ მათი დამოუკიდებელი (ავტოკეფალური) ეკლესია ჰქონოდათ, რასაც რუსეთის ეკლესია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. 

ამ მრავალი სირთულეების შემდეგ ჩვენმა უკრაინელმა მართლმადიდებელმა ძმებმა მსოფლიო საპატრიარქოს სთხოვეს მომხდარიყო მათი ავტოკეფალური ეკლესიის დაარსება.

მსოფლიო საპატრიარქოს ამ ქმედებას ჩვენი საპატრიარქოც დაეთანხმა, რადგან ჩვენი ეკლესიის წმინდა კანონებისა და ტრადიციის თანახმა იყო. სამწუხაროდ რუსეთის ეკლესიამ შურისძიებით დაარღვია მსოფლიო კრებათა ტრადიცია, რომელსაც რუსეთის ყველა პატრიარქი პატივს მიაგებდა და შეეცადა ჩვენს საპატიარქოს მოსტაცოს სასულიერო პირები და ქრისტიანები” – აღნიშნავს ენციკლიკაში მისი უნეტარესობა.

ბოლო სიახლეები