რუსეთის ეკლესიამ ძალადობრივად დაიქვემდებარა მეზობელი მართლმადიდებელი ეკლესიები – ალექსანდრიის პატრიარქი

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

დღეს, 13 იანვარს მისმა ღვთაებრივმა უნეტარესობა, ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპმა და პატრიარქმა თეოდორემ ალექსანდრიის ეკლესიის მრევლს სპეციალური ენციკლიკით მრევლს მიმდინარე პროცესების შესახებ უამბობს.

პატრიარქი თეოდორე აღნიშნულ ენციკლიკაში რუსეთის ეკლესიას ღიარ ამხელს და აცხადებს, რომ წლების განმავლობაში რუსები მეზობელ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებში შეიჭრა და ძალადობრივი გზით შეეცადა მათი ანტიკანონიკური დაქვემდებარება. მსგავსი შემთხვევები მოხდა საქართველოს უძველესი ეკლესიის შემთხვევაში, როდესაც რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა ანტიკანონიკურად გააუქმა ისტორიული ავტოკეფალია, ასევე შეიჭრა და უკანონოდ დაიმორჩილა კიევის სამიტროპოლიტო. XX საუკუნეში კი რუსეთის ეკლესიამ მსგავსი ანტიკანონიკური და ანტისაეკლესიო მეთოდებით გააუქმა პოლონეთის ავტოკეფალური და ჩეხოსლოვაკიის (დღეს ჩეხეთისა და სლოვაკეთის ავტოკეფალური ეკლესია) ავტონომიური ეკლესიები. ასევე ფინეთისა და ესტონეთის ეკლესიები.

რუსეთის ეკლესიას, რომელსაც სურდა მისი ძალაუფლება კიდევ უფრო გაეძლიერებინა მართლმადიდებლურ სამყაროში, რომელიც საერო ძალაუფლებასაც იყენებდა, ძალადობრიბად დაიწყო დაეპყრო და დაექვემდებარებინა მეზობელი მართლმადიდებელი ეკლესიები, როგორც კიევის სამიტროპოლიტო, რომელიც მუდამ მსოფლიო საპატრიარქოს ექვემდებარებოდა” – აღნიშნავს მისი უნეტარესობა.

ისტორიულად ქართველი ერის მეხსიერებაში წარუშლელად რჩება თუ რამდენად მძიმე პერიოდი გამოიარა უძველესმა საქართველოს ტანჯულმა ეკლესიამ რუსი ეგზარქოსების ანტიკანონიკური მმართველობის დროს.

ბოლო სიახლეები