რუსეთის ეკლესია, ალექსანდრიის საპატრიარქოს იურისდიქციაში უკანონოდ შეიჭრა

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

24 სექტემბერს მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქ კირილეს მოწვევით შედგა რუსეთის მართლმადიდბელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას, სადაც მიმდინარე საეკლესიო პროცესებზე იმსჯელეს.

კრებამ განიხილა ალექსანდრიის საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიის აღიარების საკითხი. აქვე განიხილეს ალექსანდრიის პაპი და პატრიარქის უნეტარესი თეოდორესა და კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტ ეპიფანეს მიერ ერთობლივად აღვლენილი საღმრთო ლიტურგიის საკითხი. რუსმა მღვდელმთავრებმა ეს ფაქტები დაგმეს და განაჩინეს, რომ რუსეთის ეკლესია ოფიციალურად შეიჭრას ალექსანდრიის უძველესი საპატრიარქოს იურისდიქციაში, მიიღოს ამ ეკლესიიდან წამოსული სასულიერო პირები და დააარსოს სამრევლოები. საკითხის მოგვარება მთავარეპისკოპოს ლეონიდეს (გორბაჩევი) დაევალა.

რუსეთის ეკლესია ბრალს უყენებს ყველა ადგილობრივ ეკლესიას, რომ ისინი იჭრებიან მის საეკლესიო იურისდიქციაში და არღვევენ საეკლესიო კანონებს. გარდა ამისა მათ სწამთ, რომ ყველა ვინც რუსების პოზიციებს არ იზიარებს კანონიკურ დანაშაულს სჩადიან და საკუთარ თავს ეკლესიის მიღმა უძღვებიან.

რუსეთის ეკლესიის მსგავსი გადაწყვეტილების გამო საეკლესიო ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მოსკოვის საპატრიარქოს ამ გზით მართლმადიდებლობაში განხეთქილება და დაპირისპირება შემოაქვს. გარდა ამისა, საეკლესიო კანონების თანახმად, მოსკოვის საპატრიარქო საკუთარ თავს სქიზმაში და ეკლესიის მიღმა მიუძღვება.

ბოლო სიახლეები