რუსეთის ეკლესია ცვლის მართლმადიდებლურ დოგმატურ სწავლებას – ალექსანდრიის საპატრიარქო

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

2022 წლის 10-12 იანვარს გაიმართა ალექსანდრიის საპატრიარქოს წმიდა სინოდის სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა მისი ღვთაებრივი უნეტარესობა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი თეოდორე მეორე. კრებამ მოსკოვის საპატრიარქოს მიერ აფრიკაში განხორციელებული ანტიკანონიკური და ანტიეკლესიური ქმედებები შეაფასა.

ალექსანდრიის ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე ხსენებული კონკრეტული საკითხის მომხსენებელი გახლდათ კამერუნის მიტროპოლიტი გრიგოლი, რომელმაც საკითხი ათენის კაპოდისტრიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის კანონიკური სამართლის პროფესორთან, პერისტერის მიტროპოლიტ გრიგოლთან ერთად შეისწავლა.

ალექსანდრიის საპატრიარქოს წმიდა სინოდის კრებამ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ალექსანდრიის უძველესმა და პრესვიგენულმა საპატრიარქომ კანონიკური გზით აღიარა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, მოსკოვის საპატრიარქომ წამოიწყო მცდელობები (შანტაჟი, შურისძიება), რათა მოესყიდა ალექსანდრიის საპატრიარქოს სასულიერო პირები.
2021 წლის 29 დეკემბრიდან რუსეთის ეკლესია დაუფარაფად შეიჭრა ალექსანდრიის უძველესი საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიაზე და ანტიკანონიკური “საეგზარქოსო” დააარსა. ალექსანდრიელი მღვდელმთავრები აღნიშნავენ, რომ ადგილობრივ ეკლესიათა კანონიკური საზღვრები წმიდა მამებისგან მსოფლიო კრებების მიერ განისაზღვრა და მათი დარღვევა დაუშვებელია. შესაბამისად რუსეთის ეკლესია თავისი ხსენებელი ანტიკანონიკური ქმედებით ცვლის და აუკუღმართებს ეკლესიის დოგმატურ სწავლებას, კერძოდ მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიას. ალექსანდრიის საპატრიარქოს წმიდა სინოდის განჩინებაში ხაზი გაესვა გარემოებას, რომ რუსეთის ეკლესიის ეს ქმედებები ეთნოფილეტიზმის ერესით არის განპირობებული, რომელიც 1872 წლის წმიდა და დიდმა კრებამ ანათემას გადასცა. ალექსანდრიის ეკლესიის წმიდა სინოდი აღნიშნავს, რომ საეკლესიო საზღვრებთან დაკავშირებით არსებულ მრავალსაუკუნოვან საეკლესიო დადგენილებას მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილემდე ყველა მისი წინამორბედი პატივს სცემდა და უცვლელად იცავდა.

რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში მიღებულ ე.წ. “102 სასულიერო პირთან” დაკავშირებით, ალექსანდრიის ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინება დასძენს, რომ ისინი არ არ იყვნენ ალექსანდრიის კანონიკური ეკლესიის დაქვემდებარებაში და ბევრი მათგანი გაურკვეველი სასულიერო წარმომავლობისაა, რომელთა შორის არიან თვითმარქვია, თვითნაკურთხი, სქიზმატი და განკვეთილი ყოფილი სასულიერო პირები, რომლებიც რუსეთის ეკლესიამ სასულიერო პირობად სცნო და მიიღო.

ალექსანდრიის საპატრიარქოს წმიდა სინოდი თავის განჩინებაში აცხადებს, რომ საუკუნეების განმავლობაში ცდილობდა მოეგერიებინა სხვადასხვა რელიგიისა და დენომინაციის შემოტევები და რთულ პერიოდში ეცხოვრა. ამ სიას კი ამჯერად ერთმორწმუნე რუსეთიც შეემატა, რასაც ხაზი გაესვა: “ერთმორწმუნე რუსები თავს გვესხმიან და ხდება სახარებისეული სიყვარულის უგულებელყოფა და შინაარსობრივი ცვლილება. გარდა ამისა როგორც სინოდური განჩინება აღნიშნავს, რუსეთის ეკლესიის ქმედებით ხდება ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოების დარღვევა”.

ალექსანდრიის საპატრიარქოს წმიდა სინოდმა 2022 წლის 10-12 იანვრის სხდომის დასასრულს განაჩინა:

“1. წერილით მიმართოს მსოფლიო საპატრიარქოსა და ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს და არსებული ვითარების შესახებ მიაწოდოს მათ რეალური ინფორმაცია;

2. წმიდა და საღმრთო კანონებზე დაყრდნობით საეკლესიო სასჯელები (განკვეთა, უზიარებლობით დასჯა, ეკლესიიდან განკვეთა და ა.შ.) დაუწესოს ყველა იმ სასულიერო პირს, რომლებიც ალექსანდრიის საპატრიარქოს საეკლესიო ტერიტორიაზე ანტიკანონიკურად იმოქმედებენ”.

ბოლო სიახლეები