რუსეთის თავდასხმასა და საეკლესიო ოკუპაციას ალექსანდრიის საპატრიარქო ეხმაურება

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

მას შემდეგ, რაც რუსეთის ეკლესიის კრებამ მიიღო გადაწყვეტილება ალექსანდრიის საპატრიარქო სქიზმატურად და უმადლოდ გამოაცხადოს, ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის უძველესი საპატრიარქოს მღვდელმთავარი, კამერუნის მიტროპოლიტი გრიგოლი ეხმაურება რუსეთის ეკლესიის ანტიკანონიკურ და სქიზმატურ ქმედებას. მისი მეუფება აღნიშნავს, რომ რუსეთის ეკლესიამ ანტიკანონიკური გზით მიიღო აფრიკაში არსებული სქიზმატური და განკვეთილი თვითმარქვია პირები, რომლებიც რეალურად ერისკაცები არიან. 

აქვე მეუფე გრიგოლი ადასტურებს, რომ რუსეთმა რეალურად ის გააკეთა, რაც ეკლესიისა და ქრისტიანობისთვის უცხოა: შური იძია ალექსანდრიის საპატრიარქოზე, რომელმაც კანონიკური გზით აღიარა უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია.

ფაქტია, რუსეთის ეკლესია თავისი ამ ქმედებით საკუთარ თავს სქიზმისკენ მიუძღვის, რომელიც ბოლოს ერთ-ერთ რიგით არამართლმადიდებლურ კონფესიად ჩამოყალიბდება და სრულად მოსწყდება მართლმადიდებელ ეკლესიას.

ალექსანდრიის უძველესი ეკლესია რუსეთის ანტიკანონიკურ ქმედებებს სპეციალური განცხადებით პასუხობს და აღნიშნავს, ის აგრძელებს მისი მოძღვრული და მისიონერული მოვალეობის შესრულებას, მაგრამ ახლო მომავალში შედგება ალექსანდრიის პრეზვიგენული საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომა, რომელიც პროპორციულ გადაწყვეტილებებს მიიღებს და ანტიკანონიკურ ქმედებებს შესაბამისად უპასუხებს.

ბოლო სიახლეები