2021 წლის 29 დეკემბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ანტიკანონიკურად შეიჭრა ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორიაზე, აფრიკაში და დაარსა რუსული საეგზარქოსო, სადაც დაადგინა ეგზარქოსი, მთავარეპისკოპოსი ლეონიდე (გორბაჩევი; წარსულში ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არსებული სეპარატისტული რეჟიმის მხარდამჭერი).
აღნიშნულთან დაკავშირებით მისმა ღვთაებრივმა უნეტარესობამ ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპმა და პატრიარქმა თეოდორე მეორემ განაცხადა: “ვეხმიანები ყველა ეკლესიას, რათა მათ გაიგონ ამ წმიდა ადგილის შესახებ, რომ ხელი არ შეეშალოს ჩვენს წმიდა საქმეს, მისიონერობას აფრიკის კონტინენტზე.
წლებისა და საუკუნეების განმავლობაში ალექსანდრის საპატრიარქო ბრწყინავდა აფრიკაში და კვლავაც განაგრძობს ქრისტეს რჯულის ქადაგებას.
ღმერთმა შეუნდოს მათ (რუსეთის ეკლესიას) ჩვენი დაჩაგვრა”, – აღნიშნა უნეტარესმა პაპმა და პატრიარქმა თეოდორე მეორემ.