“ჩრთილოეთიდან წამოსული „საეკლესიო“ იმპერიალიზმი ანტიქრისტიანული და ძალადობრივია” – ალექსანდრიის პატრიარქი

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

რუსეთის ეკლესიის შეჭრასთან დაკავშირებით ახალი განგაშის ზარი ალექსანდრიის პატრიარქისგან

ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი თეოდორე, ახალი ცირკულარით, კიდევ ერთხელ რეკავს განგაშის ზარს, იმის შესახებ, თუ რა ხდება აფრიკის კონტინენტზე, მოსკოვის საპატრიარქოს გადაწყვეტილების შემდეგ, უძველესი საპატრიარქოს კანონიკურ ფარგლებში შექმნას თავისი ეგზარქია.

Უფრო დეტალურად, თავის ენციკლიკაში, მისი უნეტარესობა საუბრობს მართლმადიდებლური სამრევლოების მიტაცებაზე, საპატრიარქოსაგან განდგომილი მღვდლებისა და მრევლის ფულადი მოქრთამვის გზით, საპატრიარქოს იერარქების მოხსენებებზე დაყრდნობით, რუსეთის ეკლესიის აფრიკის კონტინენტზე შემოჭრის გამო, რასაც პატრიარქი ახასიათებს როგორც ანტიკანონიკურ, არარეგულარულ და მიუღებელ ენერგიას.

ამავე დროს, ის მოუწოდებს საპატრიარქოს მიტროპოლიტებს და ეპისკოპოსებს, მიიღონ ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი ზომა, საეკლესიო ეპარქიების მოძრავი და უძრავი ქონების უზრუნველყოფისათვის და დაუყონებლივ დააბრუნონ ნებისმიერი საკუთრება თავისი იურიდიული პირის (მიტროპოლიების და ეპისკოპების) კანონიერ მფლობელობაში, ნებისმიერი დამრღვევისაგან.

„ქრონოლოგიურად უფრო ახალგაზრდა რუსული ეკლესიის ამ მტაცებლური და უპატივცემულო ქცევის შემდეგ ჩვენი უძველესი პრეზვიგენული საპატრიარქოს მიმართ, რომელიც თავისი უწყვეტი ორიათას წლიანი მოწამეობრივი ცხოვრებითა და მოქმედებით, უპირველეს ყოვლისა მისი სამოციქულო მემკვიდრეობითა და ტრადიციით, აფრიკის ყველა სახელმწიფოზე უძველესია, მამობრივი სიყვარულით ვბრძანებთ, აუცილებლად განახორციელეთ ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი აქტი, წმინდა მიტროპოლიებისა და ეპისკოპების იურიდიული მრჩევლების დახმარებით, საეკლესიო ეპარქიების მოძრავი და უძრავი ქონების უზრუნველყოფისათვის და დაუყონებლივ დააბრუნეთ ნებისმიერი საკუთრება თავისი იურიდიული პირის (მიტროპოლიების და ეპისკოპების) კანონიერ მფლობელობაში, ნებისმიერი დამრღვევისაგან.

აღსანიშნავია, რომ ამ ბრძოლის კონტექსტში, ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად, იკვეთება განახლება და უდიდესი მნიშვნელობა შემდეგი საკითხისა: წმინდა მიტროპოლიების და ეპისკოპების ყველა სახის უძრავი ქონება რაც შეიძლება სწრაფად იქნეს ათვისებული და კანონიერ ფლობასა და გამოყენებაში მოყვანილი“ – ბრძანებს თავის ენციკლიკაში ალექსანდრიის მწყემსმთავარი.

მისი უნეტარესი ასევე მითითებებს აძლევს ეპარქიების მღვდელმთავრებს, სქიზმაში გასულ სასულიერო პირების საკითხთან დაკავშირებით, საუბრობს საწყის ეტაპზე მათთვის სამღვდელო მოქმედების შეჩერების დაწესებაზე, ვიდრე კომპეტენტური სასულიერო სასამართლოს მიერ საბოლოო საერთო გადაწყვეტილება იქნება მიღბული.

მისი ენციკლიკის ეპილოგში ალექსანდრიის პატრიარქი მიმართავს საპატრიარქო ტახტის მიტროპოლიტებსა და ეპისკოპოსებს და აცხადებს: „მოგიწოდებთ მამობრივი სიყვარულით, დადექით წმინდა მართლმადიდებლური თავგანწირული სულისკვეთებით, კადნიერებითა და სიმამაცით, ჩრთილოეთიდან წამოსული არაისტორიული, ძალადობრივი, ანტიქრისტიანული – და ამ მიზეზით  უფლის მიერვე შეჩვენებული – „საეკლესიო“ (!) იმპერიალიზმის წინააღმდეგ“.

ბოლო სიახლეები