მისმა ღვთაებრივმა უნეტარესობამ ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპმა და პატრიარქმა თეოდორე მეორემ ალექსანდრიის სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის საგანგებო სხდომა მოიწვია.
კრების მთავარი განსახილველი საკითხი არის მოსკოვის საპატრიარქოს უკანონო შეჭრა ალექსანდრიის საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიაზე.
შეგახსენებთ, 2021 წლის 28 დეკემბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია უკანონოდ შეიჭრა აფრიკაში და დაარსა მოსკოვის საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსო, რომლის ეგზარქოსად დაადგინა კლინელი მიტროპოლიტი ლეონიდე.

