ანტიოქიის პატრიარქის წარმომადგენელი რუსეთის პატრიარქთან ანტიოქიის ეკლესიის სინოდის მუდმივ წევრად აირჩიეს

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქის მუდმივი და ოფიციალური წარმომადგენელი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან, ფილიპოლის მიტროპოლიტი ნიფონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის მუდმივ წევრად აირჩიეს.

მიტროპოლიტი ნიფონი 1977 წლის 9 მაისიდან (ის იმჟამად არქიმანდრიტი გახლდათ) ამ დრომდე უცვლელად არის ანტიოქიის პატრიარქის წარმომადგენელი რუსეთის პატრიარქთან.

მას შემდეგ, რაც მიტროპოლიტი ნიფონი არის ანტიოქიის პატრიარქის ოფიციალური წარმომადგენელი რუსეთის პატრიარქთან, ანტიოქიის საპატრიარქო ტახტი სხვადასხვა დროს ეკავათ პატრიარქებს, ილია მეექვსესა და ეგნატე მეოთხეს და დღემდე ტახტზეა პატრიარქი იოანე მეათე, ხოლო მოსკოვის საპატრიარქო ტახტი ამ დროის მანძილზე ეკავათ პატრიარქებს, პიმენსა და ალექსი მეორეს და დღემდე ტახტზეა პატრიარქი კირილე.

ანტიოქიის უძველესი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის მუდმივ წევრად არჩევა ფილიპოლის მიტროპოლიტ ნიფონს ოფიციალური წერილით მიულოცა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ.

ბოლო სიახლეები