ანტიოქიის საპატრიარქო რუსეთის ეკლესიის წინააღმდეგ?

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

5-8 ოქტომბერს ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის უნეტარესმა პატრიარქმა იოანე X-მ წმინდა სინოდის სხდომა მოიწვია. კრებაზე სხვადასხვა შიდა საეკლესიო საკითხები განიხილეს და ახალი ეპისკოპოსები გამოირჩიეს.

მართლმადიდებლურ სამყაროში ცნობილია, რომ ანტიოქიის საპატრიარქო ისეთ პოლიტიკურ ვითარებაში იმყოფება (ასადის რეჟიმი) იძულებულია მხარი დაუჭიროს რუსეთის ხელისუფლებასა და ეკლესიას. მას შემდეგ, რაც მსოფლიო საპატრიარქომ კანონიკური გზით უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა, რუსეთის ეკლესიამ ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა მასთან და ყველა იმ ადგილობრივ ეკლესიასთან, რომელთაც ახალი უკრაინის ეკლესია აღიარეს. გარდა ამისა, რუსეთის ეკლესიამ მისი მღვდელმთავრებისა და სასულიერო პირების მეშვეობით მიზნად მართლმადიდებელი ეკლესიის გაყოფა და მღვდელმთავრებს, სასულიერო და საერო პირებს შორის შუღლისა და დაპირისპირება ჩამოგდება დაისახა. ყველა ვინც მის ანტიკანონიკურ ქმედებებს არ დაეთანხმა და არ გაიზიარა მართლმადიდებლობის მოღალატედ შერაცხა.

გარდა ამისა, გასულ თვეში პირადად პატრიარქ კირილეს ინიციატივით ჩატარდა ე.წ. თეოლოგიური კონფერენცია, სადაც სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიებიდან მისი ანტიკანონიკური ქმედებების მომხრე მღვდელმთავრები მოიწვია და მსოფლიო საპატრიარქოს წინაარმდეგ ალაპარაკა, იმის ფიქრით, რომ მომავალში ისინი მხარს დაუჭერენ და სქიზმაში გაყვებიან, რათა “ახალი მართლმადიდებელი ეკლესია” დააარსონ. როგორც სოციალურ ქსელებში ვრცელდება, ამა წლის ნომებრის თვეში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე ქალაქ მოსკოვში მოიწვევს რუსეთის ეკლესიის მღვდელმთავრთა კრებას, სადაც მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს ანათემას გადასცემს, ხოლო მომავალში მის ე.წ. “ერეტიკოსად” გამოცხადებასაც გეგმავს, რადგან რუსეთის ეკლესიის პოზიციებს არ იზიარებს. ამას დამატებითად შეიჭრა ალექსნადრიის საპატრიარქოს იურისდიქციაში და ეპარქიების დაარსებას გეგმავს. რა თქმა უნდა ამ გზით რუსეთის ეკლესია მართლმადიდებელი ეკლესიის მიღმა მიუძღვის თავს და საბოლოოდ სქიზმატურ ეკლესიად, ანდა სხვა ქრისტიანულ დენომინაციად ჩამოყალიბდება.

ეს რადიკალური პრაქტიკა არ გაიზიარეს ადგილობრივმა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა, მათ შორის იმათმაც, ვინც გარკვეული თვალსაზრისით იზიარებდნენ რუსეთის ეკლესიის პოზიციას (მაგალითად სერბეთის ეკლესია, პოლონეთის ეკლესია და ა.შ.). ანტიოქიის საპატრიარქომ, რომელმაც არათუ გაიზიარა, არც დაუფიქსირებია საჯარო პოზიცია უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე (განსხვავებით სერბეთის ეკლესიისა). რუსეთის ეკლესიის ბოლოდროინდელ ქმედებებზე (ევქარისტიის გაწყვეტა ადგილობრივ ეკლესიებთან, სხვის იურისდიქციებში შეჭრა, მართლმადიდებელ ეკლესიაში განხეთქილების შემოტანის მცდელობა, მუქარები, შანტაჟები და ა.შ.) სინოდალური განჩინებით უპასუხა და განაცხადა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ერთობა ყველაზე აღმატებული და მნიშვნელოვანია. აქვე ისაუბრა მართლმადიდებლობის თანამედროვე გამოწვევებზე და ხაზი კვლავ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობის მნიშვნელობასა და აუცილებლობას გაუსვა.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას:

  1. ანტიოქიის საპატრიარქო არ აფიქსირებს მის პოზიციას უკრაინის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით, რაც ცხადად მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ იმყოფება ზეწოლის ქვეშ, ამიტომაც მდუმარებას არჩევს რადგან არ სურს რუსეთის ეკლესიის ანტიკანონიკურ ქმედებას მხარი დაუჭიროს.
  2. ევქარისტიულ ერთობაში რჩება მსოფლიო საპატრიარქოსთან და ყველა იმ ადგილობრივ ეკლესიასთან, რომლებმაც აღიარეს უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია და მასთან სრულ ევქარისტიულ კავშირში იმყოფებიან.
  3. მაშინ, როცა რუსეთის ეკლესია ადგილობრივ ეკლესიებს განხეთქილებისკენ და ანტიკანონიკური ქმედებებისკენ მოუწოდებს, ანტიოქიის საპატრიარქომსინოდალურ დონეზე მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობის აუცილებლობის მნიშვნელობაზე საუბრობს და ერთობა ხაზს უსვამს.

ბოლო სიახლეები