ანტიოქიის საპატრიარქო: წმინდა სინოდმა ხალეპის ახალი მიტროპოლიტი გამოირჩია

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

გუშინ, 7 ოქტომბერს ანტიოქიის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა რეგულარულ სხდომაზე 9 წლის წინ გატაცებული ხალეპის მიტროპოლიტი პავლე (ანტიოქიის პატრიარქ იოანეს ხორციელი ძმა) ამიდის ეპარქიაში გადაიყვანა (აღნიშნული მიტროპოლიტი დღემდე იძებნება), ხოლო ხალეპის ეპარქიის მმართველად წმინდა სინოდის მთავარმდივანი, სელევკიის ეპისკოპოსი ეფრემი გამოირჩია.

ხალეპის ახალი მიტროპოლიტი ეფრემი

ხალეპის ახალი მიტროპოლიტი ეფრემი დაიბადა დამასკოში 1978 წლის 1 მარტს. 2000 წელს დაამთავრა დამასკოს უნივერსიტეტის ელექტროტექნიკის ფაკულტეტი. 2001 წელს აღიკვეცა მონაზვნად. 2006 წელს დაამთავრა ათენის კაპოდისტრიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი. 2007 წლის 11 ნოემბერს აკურთხეს ეპისკოპოსმა იოანემ (ახლანდელი ანტიოქიის პატრიარქი) აკურთხა დიაკვნად, ხოლო 2007 წლის 12 დეკემბერს მღვდლად. 2009 წელს ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და თეოლოგიის ფაკულტეტების სამაგისტრო პროგრამები. 2011 წლის 28 აგვისტოს მღვდელი ეფრემი ხელდასხმულ იქნა სელევკიის ტიტულოვან ეპისკოპოსად. 2013 წელს დაინიშნა ანტიოქიის საპატრიარქოს წმინდა სინოდის მთავარმდივნად.

ხალეპის ახალი მიტროპოლიტი ეფრემი
ხალეპის ყოფილი მმართველი მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი პავლე, რომელიც ექსტრემისტებმა 9 წლის წინ გაიტაცეს და დღემდე უცნობია მისი ადგილსამყოფელი

ბოლო სიახლეები