მღვდელმთავრების მიერ ტყვედ აყვანილი ბულგარეთის პატრიარქი

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

ბულგარულენოვანი საეკლესიო ინტერნეტგამოცემა “Doxologiainfonews” სკანდალურ სტატიას აქვეყნებს, სადაც აღწერილია ბულგარეთის საპატრიარქოში არსებული სიტუაცია, რომლის მიხედვით უწმიდესი სრულიად ბულგარეთის პატრიარქი ნეოფიტე მღვდელმთავართა ჯგუფს ტყვედ ჰყავს აყვანილი და მის გარეშე მართავენ ეკლესიას. საპატრიარქოში არსებული ერთ-ერთი დაჯგუფება სარგებლობს ბულგარეთის პატრიარქის უძლურებით და ახდენს ძალაუფლების სრულ უზურპაციას.

გაეცანით სტატიის თარგმანს:

“ბულგარეთის პატრიარქმა ნეოფიტემ ვერ შეძლო მონაწილეობა მიეღო ბულგარელი ეპისკოპოსების ბოლო ორ ხელდასხმაში – კონსტანტის ეპისკოპოს მიქაელისა და ბრანიკის ეპისკოპოს პახუმის.

ცოტა ხნის წინ, ბულგარეთის ეკლესიაში დაფიქსირდა ახალი პრაქტიკა, რომელიც არ არის დამახასიათებელი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, კერძოდ, ეპისკოპოსთა ხელდასხმა ხდება მწყემსმთავრის გარეშე, რომელსაც ასრულებენ მიტროპოლიტები.

ბულგარეთის პატრიარქი არის ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური და სწორედ მან უნდა აკურთხოს ახალი ეპისკოპოსები სხვა იერარქებთან მსახურებით.

მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთის საპატრიარქო გამუდმებით ცრუობს და ამტკიცებს, რომ პატრიარქ ნეოფიტეს აქვს შესანიშნავი ჯანმრთელობა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დღემდე პატრიარქს აქვს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები.

პატრიარქის გარშემო მყოფი ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ მასზე, სურთ მათი პირადი ამბიციების, მატერიალური და ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილება.

იგივე ძალები პატრიარქის ნაცვლად წერენ ღია წერილებს ბულგარეთის ეკლესიის მრევლს დიდ საეკლესიო დღესასწაულების შესახებ, ხელს აწერენ პატრიარქის ნაცვლად ისე რომ პატრიარქი ნეოფიტე საქმის კურსში არაა!

ბულგარეთის საპატრიარქომ აკრძალა პატრიარქის შესახებ ნებისმიერი ოფიციალური ინფორმაციის გამოქვეყნება, რათა საზოგადოების ყურადღება არ იყოს მიმართული პატრიარქის მიმართ, რაც მის გარემოცვას მისცემს საშუალებას აკეთონ ის რაც სურთ სანამ პატრიარქი ბიოლოგიურად ცოცხალია და სუნთქავს”, – წერს “Doxologiainfonews”.

ბოლო სიახლეები