სრულიად ბულგარეთის პატრიარქის ნეოფიტეს საახალწლო გზავნილი – 2022

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

უწმიდესმა სრულიად ბულგარეთის პატრიარქმა და სოფიის მიტროპოლიტმა ნეოფიტემ 2022 წლის საახალწლო გზავნილი გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ:

“მოდით, ნათელი ფიქრებითა და ღმრთის ჭეშმარიტებით აღძრულნი შევიდეთ ახალ 2022 წელში, რადგან მხოლოდ ამ გზით, მხოლოდ ღმრთის გეგმის მკაცრად დაცვით შევძლებთ შევცვალოთ საკუთარი თავი და ჩვენი სამყარო, მივიტანოთ იგი ღმერთთან მთელი ღმრთაებრივი სილამაზით!

ჩემო ძვირფასებო, ჩვენი ტრანსფორმაცია, რომელსაც სრულყოფილად ველით ღმრთის სასუფევლის პერსპექტივაში, იწყება აქ – ჩვენი გადაწყვეტილებებიდან და მოქმედებებიდან, ამ დედამიწაზე, იმით, თუ როგორ ვეპყრობით სიცოცხლის ძღვენს, ჩვენი მადლიერებიდან და ზომიერებიდან გამომდინარე, ჩვენს საკუთარ ცხოვრებას, მთელი კაცობრიობის სიცოცხლეს და დედამიწაზე ცხოვრებას თავისი ყველა ფორმით!

სიყვარულით

+ნეოფიტე, პატრიარქი სრულიად ბულგარეთის”.

ბოლო სიახლეები