უწმიდესი სრულიად ბულგარეთის პატრიარქის ნეოფიტეს საშობაო ეპისტოლე (2021)

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

უწმიდესი სრულიად ბულგარეთისა და სოფიის მიტროპოლიტის ნეოფიტეს 2021 წლის საშობაო ეპისტოლე

ქრისტეს მიერ საყვარელო სამწყსო!

ნუ მივენდობით ქვეყნიერების ცდუნებებს და ნუ დავინგრევთ რწმენას! ტკივილი, ტანჯვა და მწუხარება, რომელიც სამწუხაროდ დღესაც არსებობს ჩვენს ირგვლივ, არ გვაეჭვებს ღვთის სიტყვების სიმართლეში, მაგრამ თითოეულ განსაცდელს ვხედავთ როგორც შესაძლებლობას მივბაძოთ ქრისტეს, მოყვასისადმი სიყვარულის გამოვლენაში! რომელიც მან გვაჩვენა და მოგვიწოდებს დღესაც!

ღმერთი ჩვენს სამყაროში მოვიდა არა მდიდართათვის ან აყვავებულთათვის, არამედ სნეულთა და ტანჯულთათვის, რათა განეკურნა ყოველი ტკივილი და მოეწმინდა ყოველი ცრემლი კაცობრიობისთვის! მოდით, მივბაძოთ მას…

პანდემიის განსაცდელში ჩვენ მოწმენი ვართ მრავალი მწუხარებისა და ტკივილის, უამრავი ნაადრევად დაკარგული ადამიანის!

ამიტომ ვიყოთ ბრძენნი და კეთილები, ილოცეთ ექიმებისთვის და ყველასთვის ვინც იბრძვის ჯანმრთელობისთვის და ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის – ღმერთმა ძალა მისცეს ჩვენს მედიკოსებს!

ყველასთვის, ვინც მიჰყვება მაცხოვრის მოწოდებას მოყვასისთვის თავგანწირვისა, ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული იქნება ნამდვილი სიხარული და რწმენის შეგნებული დღესასწაული მათთვის!

კურთხეული იყოს შობის ღამეს ტრადიციული სადღესასწაულო სუფრა, რომელიც გვაახლოებს ჩვენს საყვარელ ადამიანებთან ღვთის ძის მოლოდინში!

ჩვილი ქრისტეს მშვიდობა და მადლი იყოს ჩვენთან! გილოცავთ მომავალ დღესასწაულებს!

თქვენი მსახური, მდაბალი ნეოფიტე, პატრიარქი სრულიად ბულგარეთისა

ბოლო სიახლეები