78 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ღვთივმიიცვალა იერუსალიმის საპატრიარქოს მღვდელმთავარი, ელევთერუპოლისის მიტროპოლიტი ქრისტოდულოსი.
მეუფე ქრისტოდულოსი 1988 წელს იქნა ხელდასხმული მღვდელმთავრად.
მრავალმოწყალე უფალმა შეიწყალოს და აცხოვნოს მისი უკვდავი სული.
გთხოვთ, თქვენს წმიდა ლოცვებში მოიხსენეთ ახალშესვენებული მიტროპოლიტი ქრისტოდულოსი.