გარდაიცვალა იორდანეს მთავარეპისკოპოსი თეოფილაქტე

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

დღეს, 2021 წლის 8 ოქტომბერს, ღვთივმიიცვალა იერუსალიმის საპატრიარქოს ერთ-ერთი გამორჩეული მღვდელმთავარი, იორდანეს მთავარეპისკოპოსი თეოფილაქტე.

გარდაცვალების მიზეზი უბედური შემთხვევა გახდა, რის შემდეგაც მღვდელმთავარი საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში იქნა მოთავსებული. სამწუხაროდ, მისმა ორგანიზმა ოპერაციას ვერ გაუძლო და ღვთისგანისვენა.

რამდენიმე დღის წინ იორდანეს მთავარეპისკოპოსმა თეოფილაქტემ იერუსალიმის საპატრიარქოს წმიდა სინოდს თხოვნით მიმართა გაეთავისუფლებინათ დაკავებული კათედრიდან, რადგან ის ვეღარ შეძლებდა დაკისრებული მოვალეობის შესრულების გაგრძელებას.

ბოლო სიახლეები