2022 წლის 11 იანვარს რუსეთის ფედერაციის ელჩი ისრაელში ა. ვიქტოროვი უნეტარეს წმიდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს თეოფილე მესამეს შეხვდა. რუსმა დიპლომატმა პატრიარქს შობა-ახალი წელი მიულოცა.
რუსეთის ელჩის, ვიქტოროვის ვიზიტი იერუსალიმის პატრიარქთან საეჭვოდ დაემთხვა ალექსანდრიის საპატრიარქოს განჩინებას, მიმართოს მსოფლიო პატრიარქს რათა მოხდეს პენტარქიის ეკლესიათა კრების მოწვევა, რომლის ერთ-ერთი წევრი არის იერუსალიმის საპატრიარქო და კანონიკურად განისაჯოს რუსეთის ეკლესია თავისი ანტიკანონიკური ქმედებების გამო.