იერუსალიმის საპატრიარქოს დელეგაცია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას ეწვია [ფოტო]

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

2021 წლის 16 ოქტომბერს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში სტუმრად ჩაბრძანდა იერუსალიმის საპატრიარქოს დელეგაცია: იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი, პელას მთავარეპისკოპოსი ფილუმენი და იერუსალიმის წმინდა იოაკიმესა და ანას ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი მელეტიოსი.

მათ მოილოცეს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის კვართი და მასთან ერთად დაბრძანებული წმიდა დიდმოწამე მარინესა და წმიდა მოწამე კვირიკეს წმიდა ნაწილები, ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარი და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სხვა წმიდა ადგილები.

სტუმრებს მასპინძლობა გაუწია ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად.

ბოლო სიახლეები