გასულ კვირაში ღმრთივმიიცვალა იერუსალიმის საპატრიარქოს მღვდელმთავარი, იორდანეს მთავარეპისკოპოსი თეოფილაქტე.
მთავარეპისკოპოსს წესი აუგო უნეტარესმა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე მესამემ.
დაკრძალვის პროცესიას ესწრებოდნენ წმიდა სინოდის წევრი მღვდელმთავრები, სამღვდელო პირები, მთავარეპისკოპოს თეოფილაქტეს ოჯახის წევრები, მრევლი.
უფალმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს იორდანის მთავარეპისკოპოს თეოფილაქტეს უკვდავ სულს.


