კვიპროსის სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, უნეტარესი ახალი იუსტინიანესა და სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოს მეორე სამღვდელოების ანტივაქსერ ნაწილს ამხელს და მოუწოდებს, დაემორჩილონ კვიპროსის ეკლესიის წმიდა სინოდის დადგენილებას, რომლის მიხედვით კორონავირუსული პანდემიის დასრულების ერთადერთ გზას ვაქცინაცია წარმოადგენს.
უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი მღვდლებს აფრთხილებს, რომ მათ თავიანთი ანტივაქსერული გამოსვლების გამო შეუწყდებათ ხელფასები და აღნიშნული თანხა კოვიდსამკურნალო კლინიკებს გადაეცემათ, რომლითაც მოხდება სასუნთქი აპარატების შეძენა.