თუ საჭირო გახდება, მეოთხე დოზასაც გავიკეთებ – უნეტარესი ქრიზოსტომოს II მესამე დოზით აიცრა

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

კვიპროსის ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, უნეტარესი ახალი იუსტინიანესა და სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოს მეორე კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აიცრა.

მისმა უნეტარესობამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და განაცხადა:

“უკვე მრავალგზის ავღნიშნე, რომ ნამკურნალები მაქვს ხერხემლის სიმსივნეზე და საკმაოდ მოხუცი ვარ, ამიტომ მაქსიმალურად უნდა დავიცვა თავი, რომ ვიცოცხლო. ჩემი ეს ქმედება იმით არ არის ნაკარნახევი, რომ ცას ვეკიდები და სიცოცხლე მწყურია, არა! ასე სულაც არაა! უბრალოდ სინოდში ვერ ვხედავ ჯერ ძალას, რომ ჩემი გარდაცვალების შემთხვევაში ყველაფერი მარტივად ჩაივლის… ამიტომ, ჯერ რამდენიმე წელი კიდევ უნდა ვიცოცხლო, რომ ყველა საქმე მოვასწრო”, – აღნიშნა უნეტარესმა ქრიზოსტომოს მეორემ.

ბოლო სიახლეები