ლემესოს მიტროპოლიტი ათანასე: “არსებობს სპეციალური ლოცვები, რომლებიც ცხოველების დასალოცად იკითხება” [ფოტო]

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

2021 წლის 3 ოქტომბერს საკვირაო საღმრთო ლიტურგიის განსრულების შემდეგ კვიპროსის სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა, ლემესოს (ლიმასოლის) მიტროპოლიტმა ათანასემ ტაძრის ეზოში შინაური ცხოველების დასალოცი სპეციალური მსახურება ჩაატარა. ამ დღესთან დაკავშირებით მრევლმა შინაური ცხოველები ტაძრის ეზოში მიიყვანა.

ლემესოს (ლიმასოლის) მიტროპოლიტმა ათანასემ განაცხადა, რომ ეკლესიის უძველესი ტრადიციის თანახმად, მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მოდესტოს ხსენების დღეს ოფიციალურად ლოცავდა შინაურ ცხოველებს.

,,ევქოლოგიონში არსებობს სპეციალური ლოცვები, რომლებიც წმიდა მოდესტომ შეადგინა. ამით ათონის წმიდა მთასა და მის გარეთ ლოცავდნენ ცხოველებს. წმიდა მოდესტოს ხსენების დღეს ჩვენ აღვასრულეს მცირე აიაზმა, დავლოცეთ და ვაკურთხეთ ცხოველები, რომლებიც ჩვენს ახლოს იყვნენ ხოლმე” – განაცხადა მიტროპოლიტმა ათანასემ.

მღვდელმთავარმა აღნიშნა, რომ ცხოველები ღვთის ქმნილებები არიან და ისინი ადამიანს ბევრ რამეში ეხმარებიან და დასძინა: “მართალი ადამიანი ზრუნავს და უყვარს ცხოველები”. 

მიტროპოლიტმა ათანასემ თავის ეპარქიაში წმიდა მოდესტოს ხსენების დღეს 16 დეკემბერს დაამკვიდრა ცხოველების კურთხევის დღედ და მრევლს მოუწოდა ამ დღეს მოიყვანონ თავიანთი ცხოველები, რათა ეკლესიამ დალოცოს და აკურთხოს ისინი.

წმინდა მოდესტე, იერუსალიმის მთავარეპისკოპოსი (537-634)

ცხოველების კურთხევისა და დალოცვის ლოცვის ბერძნულენოვანი ორიგინალი ტექსტი:

Δέσποτα Κύριε Πάτερ Παντοκράτωρ, ὁ ποιμήν ὁ καλός ὁ τήν ψυχήν Σου θέμενος ὑπέρ τῶν προβάτων, ὁ ἀμνός, ὁ αἴρων τήν ἁμαρτίαν τοῦ κόσμου, Σοῦ δεόμεθα, ἐπάκουσον τῆς δεήσεως ἡμῶν καί εὐλόγησον τήν ποίμνην τοῦ δούλου σου (δεῖνος), ὡς εὐλόγησας τά ποίμνια τοῦ δικαίου Ἰώβ. Φύλαξον, Κύριε, τήν ποίμνην ταύτην ἀπό πάσης ἐπηρείας τοῦ διαβόλου καί ἀπό φθοροποιῶν ἀνθρώπων∙ τήρησον αὐτήν μακράν πάσης νόσου. Πρεσβείαις τῶν Ἁγίων καί δικαίων θεασαμένων Σε ἐν Βηθλεέμ ποιμένων, τῶν Ἁγίων καί πανενδόξων μαρτύρων Θεμιστοκλέους καί Σώζοντος, τοῦ Ὁσίου καί Θεοφόρου πατρός ἡμῶν Θεοσεβίου τοῦ Ἀρσινοΐτου, τοῦ ἐν Ἁγίοις πατρός ἡμῶν Σπυρίδωνος Ἐπισκόπου Τριμυθοῦντος τοῦ θαυματουργοῦ, καί πάντων Σου τῶν Ἁγίων τῶν ἐν ὄρεσι ποίμνια ἐπιμεληθέντων.

Ὅτι Σύ εἶ ὁ φωτισμός καί δοτήρ τῶν ἀγαθῶν, Χριστέ ὁ Θεός ἡμῶν, καί Σοί τήν δόξαν ἀναπέμπομεν σύν τῷ Ἀνάρχῳ Σου Πατρί καί τῷ Παναγίῳ καί Ἀγαθῶ καί Ζῳοποιῶ Σου Πνεύματι νῦν καί ἀεί καί εἰς τούς αἰώνας τῶν αἰώνων. Ἀμήν.

ბოლო სიახლეები