რომის პაპი კვიპროსის უნეტარეს მთავარეპისკოპოსს ეწვია [ფოტო]

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით კვიპროსზე იმყოფება. პაპი უკვე შეხვდა კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტს ნიკოს ანასტასიადესსა და მთავრობის წევრებს.

დღეს დილით კი გაიმართა უნეტარესი სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსის ქრიზოსტომოს მეორისა და რომის პაპის ფრანცისკეს ოფიციალური შეხვედრა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის მღვდელმთავრები და რომის კათოლიკური ეკლესიის იერარქიის წარმომადგენლები.

რომის პაპი კვიპროსის შემდეგ ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთში გაემგზავრება.

ბოლო სიახლეები