საქართველოს პრეზიდენტი უნეტარეს ქრიზოსტომოსს მეორეს შეხვდა

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

კვიპროსში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კვიპროსის მთავარეპისკოპოსს, მის უმეტარესობას ქრიზოსტომოს II-ს შეხვდა და ქართველი ხალხის, ქართული დიასპორისა და საქართველოს საპატრიარქოს სახელით მადლობა გადაუხადა საჩუქრად მიწის ნაკვეთის გადმოცემისთვის, რომელზეც ქართული მონასტერი აშენდება.

„ეს არის დიდი სულიერი საჩუქარი და მნიშვნელოვანი ჟესტი, რომელიც ჩვენი ისტორიისთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც მისმა უწმინდესობამ, ქრიზოსტომოს II-მ შეხვედრისას აღნიშნა, საუკუნეების განმავლობაში, კვიპროსს ყოველთვის გამორჩეულად კარგი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსთან, რომელიც დღესაც შენარჩუნებულია და კვლავაც გაგრძელდება.

„მინდა, თქვენთან შეხვედრით კურთხევა გადავცე ჩვენს მოძმე ქართველებს და ქართულ ეკლესიას“, – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ბოლო სიახლეები