უნეტარესმა ქრიზოსტომოსმა სინოდის წევრებს ვაქცინაზე საჯაროდ საუბარი აუკრძალა

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ საუბრობს უნეტარესი სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოს მეორე.

ჟურნალისტი: “თქვენო უნეტარესობავ, კვიპროსის ეკლესიის სინოდში აღმოჩნდნენ მღვდელმთავრები, რომლებიც სინოდის მოწოდების მიუხედავად ეწინააღმდეგებიან ვაქცინაციას. რას იტყვით მათზე?”

უნეტარესი ქრიზოსტომოსი: “ისინი ჩემთან აპოლოგიაში დამარცხდნენ, მათ ვერ დაასაბუთს ვაქცინის შესახებ თავიანთი აბსურდული თეორიები, თუმცა, მე მათ ვუთხარი: პირადი მოსაზრებები გაქვთ, ძმებო?! გქონდეთ ისინი, მაგრამ შეინახეთ თქვენთვის!”

არ არის მართებული ვაქცინის დემონიზირება. ჩვენ, როგორც სინოდმა, გადავწყვიტეთ, რომ მთავრობა მუშაობს სწორად, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ მოვიწვიეთ და მოვუსმინეთ ევროპისა და ამერიკის წამყვან ექიმებსა და ინფექციონისტებს, ადამიანებს, რომლებიც საერთაშორისო მისიას ასრულებენ პანდემიასთან ბრძოლაში.

მე მათ (სინოდის წევრ მღვდელმთავრებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ვაქცინას) გავუმეორე, თქვენ გაქვთ უფლება გქონდეთ თქვენი აზრი, ამიტომაც გთხოვთ და მოვითხოვთ თქვენგან აღარ თქვათ არაფერი საჯაროდ ვაქცინაციაზე, იმის საწინააღმდეგოდ, რაც მთავრობამ მიიღო, რაც, ასევე, ჩვენი ხალხის სრულმა უმრავლესობამ მიიღო, ხალხს უნდა რომ აიცრას და ვინ ხართ თქვენ რომ ამას ეწინააღმდეგებით?! თან იმ ფონზე, როდესაც სინოდის უმრავლესობა მომხრეა ვაქცინაციის, იმ ფონზე, როდესაც მე, როგორც თქვენი მწყემსმთავარი უკვე ავიცერი?!” – დასძინა მისმა უნეტარესობამ მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომოს მეორემ.

ბოლო სიახლეები