უცხოეთში სამკურნალოდ როგორ წავიდე?! ხალხი მშიერი იხოცება – უნეტარესი ქრიზოსტომოს II

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

გთავაზობთ ნაწყვეტს კვიპროსის ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, უნეტარესის ახალი იუსტინიანესა და სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსის ქრიზოსტომოს მეორის ინტერვიუდან:

ჟურნალისტი: “თქვენო უნეტარესობავ, ცნობილია, რომ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა არაერთგზის დამძიმდა. ახლა თავს როგორ გრძნობთ?”

უნეტარესი ქრიზოსტომოს II: “კარგად ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ამაზე საუბარი არ მინდა, ისედაც დამძიმებულია ხალხის ყოფა, არ მინდა მეც დავუმატო ჩემი მხრიდან… მღვდელმთავრები მეუბნებიან, რომ სამკურნალოდ კვლავ უცხოეთში წავიდე, მაგრამ არ დავთანხმდი და იცით რატომ?! მრცხვენია! დიახ, სირცხვილის გრძნობა მაქვს, რადგან ვიცი, ჩვენს ხალხს ქუჩაში ძინავს და შია; მგონი, ასეთ დროს უხერხულია მე სამთავრობო თვითმფრინავი გამოვიყენო და უცხოეთში წავიდე სამკურნალოდ. ეს ხომ ნამდვილად არასწორი იქნება ჩემი მხრიდან?!”

ჟურნალისტი: “მაგრამ თქვენ სჭირდებით კვიპროსსა და მის ეკლესიას…”

უნეტარესი ქრიზოსტომოს II: “მე უკვე ღრმად მოხუცი ვარ. იცით, არასდროს ვიყავი ამბიციური, მაგრამ ვფიქრობ, მართლმკვეთელი – ნამდვილად! თქვენ მოგეხსენებათ, ბერძნული ეკლესიის ტრადიციით, როცა ლიტურგიაზე მწყემსმთავარი დგას, იქ მიტრას მის გარდა არავინ იფარებს, არც კვერთხს იჭერს. მე ამის უფლებაც მივეცი ჩვენს მღვდელმთავრებს. ისინიც ზუსტად ჩემსავით იმოსებიან, არ ვაგრძნობინებ, რომ მე მათზე რამით მეტი ვარ, მაგრამ სინოდზე ნამდვილად შეუვალი და მკაცრი ვარ, ხანდახან ზედმეტადაც…”

ჟურნალისტი: “რას ფიქრობთ, ვინ წარმოიდგენიათ თქვენს ადგილზე თქვენს შემდეგ?”

უნეტარესი ქრიზოსტომოს II: “იცით, მე უკვე ჩემი საფლავი მზად მაქვს, ის ტაძრის ქვეშაა. თუ გნებავთ გაჩვენებთ, წამობრძანდით” (იცინის).

ჟურნალისტი: “ვფიქრობ, ეს საშიში იქნება.”

უნეტარესი ქრიზოსტომოს II: “მღვდელმთავრებზე მეტად საშიში არაა, მერწმუნეთ (იცინის). აქ ხშირად მოვდივარ და ზემოდან დავყურებ, ვხვდები, რომ მალე ქვემოთ მოვექცევი, მაგრამ, იცით, არ მეშინია და რატომ? არასდროს მიღალატია ჩემი სამწყსოსთვის, რომელიც მაცხოვარმა ჩვენმა ჩამაბარა”.

ბოლო სიახლეები