“გისურვებთ თქვენი ქვეყანა მალე გახდეს ევროკავშირის წევრი” – მსოფლიო პატრიარქი ჩრდილოეთ მაკედონელებს

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

მისმა ყოვლადუწმინდესობამ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა, ფერისცვალების ისტორიული საერთო წირვის შემდეგ, ოხრიდის ეპისკოპოსს და ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას, მისალოცი და სადღესასწაულო სიტყვა წარმოთქვა:

„მინდა დავიწყო ჩვენი ღმერთის სახელით, რომელმაც მოგვცა ეს მართლაც ისტორიული დღე, მადლობას ვუხდი ჩემს ძმებს, წმინდა სინოდის იერარქებს, რომლებთან ერთადაც მივიღეთ ოხრიდისეკლესიისათვის ეს ისტორიული გადაწყვეტილება. ასევე მადლობას ვუხდი, ოხრიდის მთავარეპისკოპოს, ძმა სტეფანეს, მის თანამშრომლებს, ძმებს მღვდელმთავრებს, წმინდა სამღვდელოებას და ჩრდილოეთ მაკედონიის ერს, რომლებმაც ასეთი ენთუზიაზმით და მადლიერებით მიიღეს დედა ეკლესიის გადაწყვეტილება.

გმადლობთ, ოხრიდის მთავარეპისკოპოსო, ნდობისთვის, რომელიც გამოავლინეთ კონსტანტინოპოლის ეკლესიისადმი თქვენს მიმართვებში. დარწმუნებული იყავით ყველა თქვენგანი ჩრდილოეთ მაკედონიაში, რომ ჩვენ არ გავაცრუებთ თქვენს ნდობასა და იმედებს. დედა ეკლესიის მოვალეობაა მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს თავის ასულ ეკლესიებს, განსაკუთრებითკი თქვენს ეკლესიას, რომელიც თითქმის ექვსი ათეული წელია იტანჯება, დანარჩენი მართლმადიდებლობის სხეულიდან მოწყვეტილი.

პრემიერ-მინისტრმა და მთავარეპისკოპოსმა დაგვპატიჟეს ჩრდილოეთ მაკედონიაში. ჩემი საპატრიარქობის ოცდაათი წლის განმავლობაში,თქვენი ქვეყნიდან ბევრი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მივიღე აქ კონსტანტინოპოლში, რომლებიც მეპატიჟებოდნენ თავისი ქვეყნის მოსანახულებლად, თუმცა ყოველთვის ვეუბნებოდი მათ, რომ ეს ვიზიტი ვერ შედგებოდა, ჩვენ შორის ევქარისტიულიკავშირის აღდგენამდე. და აჰა ესერა, ღმერთმა გვაკურთხა, რომ გვქონდეს ეს თანაზიარება, დღეს ვიზიარეთ საერთო ბარძიმიდან, და ყველაფერი დანარჩენი იქნება, კურთხევით, მოთმინებითა და ნდობით, როგორც ადრე ვთქვი.

ამ ისტორიულ და სასიხარულო მომენტში ჩვენ ვუგზავნით კონსტანტინოპოლის დედაეკლესიის კურთხევას ჩრდილოეთ მაკედონიის ყველა ღვთისმოსავ ხალხს. გისურვებთ, თქვენს ქვეყანასმალე გახდეს ევროკავშირის წევრი. მსოფლიო საპატრიარქოს დედაეკლესიის სახელით გილოცავ სიყვარულით, სიყვარულით და ლოცვა-კურთხევით.

ბოლო სიახლეები