,,ერთმორწმუნე ოკუპანტები თავს ესხმიან თავისუფლების მოყვარე უკრაინელ ერს” – მსოფლიო პატრიარქი ბაეთლომეოსი

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

„ჩვენო საყვარელო ქრისტიანებო, ომი არასოდეს და არ ყოფილა უთანხმოების მოგვარების საშუალება! იარაღი იწვევს სიკვდილს და რა თქმა უნდა, განურჩევლად კლავს ყველას! ამას მოწმობს ის ტრაგიკული კადრები, რომლებიც ბოლო ოცდახუთი დღეა მთელ მსოფლიოში ტრიალებს! 

სამწუხაროდ ერთმორწმუნე ოკუპანტები ცდილობენ სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს სრულ დამცირებას , თავმოყვარე, მართლმორწმუნე და მოძმე უკრაინელი ხალხისა, რომელიც გმირულად და თავგანწირულად იბრძვის თავისუფლებისთვის.

თუმცა, ამავე დროს, ვინც ომის გზა აირჩია, საკუთარი ახალგაზრდობაც გაწირვისკენ მიჰყავს, რამდენიმე ათასმა რუსმა ჯარისკაცმა უკვე სიცოცხლე დაკარგა, ომის შედეგებს უკვე ორივე მხარის უბრალო ადამიანები განიცდიან. უკრაინელი და რუსი დედები ომში წასულ შვილებს ემშვიდობებიან და ბევრი მათგანი უკვე, სამწუხაროდ, გლოვობს მათ დაკარგვას.

ჩვენ ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ ვიქადაგოთ მთელი ძალით: შეაჩერეთ ეს საშინელება! შეაჩერეთ ომი ახლავე! ეს სიგიჟე უკვე საკმარისია! რამდენ სისხლს გაუძლებს ჩვენი დედამიწა?! კიდევ რამდენ მკვდარს დაიტევს მის წიაღში?! კიდევ რამდენი ცრემლი მორწყავს მის მიწას?!”- მსოფლიო პატრიარქი.

ბოლო სიახლეები