დღეს, 6 დეკემბერს ახალი სტილით მართლმადიდებელ ადგილობრივ ეკლესიათა უმრავლესობა წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის, მირონ-ლუკიელი მთავარეპისკოპოსოს ხსენებას აღნიშნავს.
ამ დღესთან დაკავშირებით ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის ქსანთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მეტოქიონი, რომელიც ახალი სტილით აღნიშნავს საეკლესიო დღესასწაულებს, დღეს, 6 დეკემბერს წმინდა სასწაულმომქმედი ნიკოლოზის ხსენებას აღნიშნავს.
საზეიმო ლიტურგია პორტო ლაღოს მეტოქიონში ქსანთის მიტროპოლიტმა პანტელეიმონმა აღავლინა. მსახურებაზე გალობდნენ და მსახურობდნენ ვატოპედელი მამები.
მსახურების დასასრულს მიტროპოლიტმა პანტელეიმონმა პურის კურთხევის მსახურება აღასრულა.









