,,ვგმობთ კრემლის მიერ მართლმადიდებლური იდენტობის პოლიტიკურ იარაღად გამოყენების მცდელობებს” – ამერიკის მთავარეპისკოპოსი

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

გუშინ, 22 იანვარს ამერიკის მთავარეპისკოპოსი ელპიდოფოროსი (მსოფლიო საპატრიარქო) ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უკრაინის საეჩოს აშშ-ში ეწვია. მისმა მეუფებამ უკრაინის სახელმწიფოსა და ეკლესიას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ გმობს რუსეთის მიერ უკრაინის ანექსიის მცდელობასა და რუსული იმპერიალიზმის შემოტევას.

ისტორიისა და მართლმადიდებლური ტრადიციის წინაშე უსამართლობაა, რომ მოსკოვის საპატრიარქო, იმის ნაცვლად ძმა უკრაინელებს მხარი დაუჭიროს, მორჩილად ასრულებს კრემლის ბრძანებებს და მის ხაზს მიყვება. ასე ის [რუსეთის ეკლესია] მართლმადიდებლობას ყოფს და და საღვთო ერს უაცდუნებს კრაინიდან დაწყებული აფრიკამდე და შორეული კორეით დამთავრებული.

მივესალმებით სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ბოლოდროინდელ განცხადებასა და ზოგადად ამერიკის სახელმწიფოს პოზიციას, რომელიც გმობს კრემლის მიერ მართლმადიდებლური იდენტობის პოლიტიკურ იარაღად გამოყენების მცდელობებს”.

ბოლო სიახლეები