კრეტის მთავარეპისკოპოსი ირინეოსი გადაყენებულია – მოსაყდრედ დადგინდა ლამბის მიტროპოლიტი ირინეოსი

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

მსოფლიო საპატრიარქოს კრეტის ნახევრად ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით კრეტის მთავარეპისკოპოსი ირინეოსი ოფიციალურად გადაყენებულია.

კრეტის მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, თუ ეკლესიის მეთაური უძლურებაშია და ენერგიულად ვეღარ ართმევს თავს მასზე დაკისრებული მოვალეობის აღსრულებას სინოდი ამ შემთხვევაში ვალდებული და უფლებამოსილია მწყემსმთავარი გადააყენოს.

იმ მიზეზით, რომ კრეტის მართლმადიდებელი ეკლესია ნახევრად ავტონომიურია და იმყოფება მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში, მიღებული გადაწყვეტილება მწყემსმთავრის გადაყენების შესახებ წარედგინა მსოფლიო საპატრიარქოს მუდმივმოქმედ წმიდა სინოდს, რომელმაც ხსენებული გადაწყვეტილება დაამოწმა.

მთავარეპისკოპოსი ირინეოსი სინოდის გადაწყვეტილებას მორჩილებას უცხადებს. ის დარჩა მოქმედი მღვდელმთავრის ხარისხში და განესაზღვრა ტიტული – კრეტის ემერიტუსი (საპატიო) მთავარეპისკოპოსი

კრეტის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ კრეტის სამთავარეპისკოპოსო კათედრის მოსაყდრედ დადგინდა ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი, ლამბის მიტროპლიტი ირინეოსი.

კრეტის ეკლესია მეთაურის არჩევის მოლოდინშია.

ბოლო სიახლეები