მართლმადიდებელი ეპისკოპოსი, რომელიც მარტინ ლუთერ კინგ უმცროსთან ერთად იბრძოდა

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

[17 იანვარს] ამერიკელები პატივს მიაგებენ მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის ცხოვრებასა და მიღწევებს. 1964 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ყველაზე მჭიდროდ 1950-1960-იანი წლების ამერიკის სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ტრიუმფთან ასოცირდება. კინგმა, როგორც პოლიტიკურმა ორგანიზატორმა, უაღრესად გამოცდილმა ორატორმა და არაძალადობრივი პროტესტის მხარდამჭერმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ამერიკელების დარწმუნებაში, რომ დაესრულებინათ სეგრეგაცია, რომელიც შეერთებული შტატების მრავალ რეგიონში გაბატონებული იყო. ამ მოძრაობამ გააღვივა მხარდაჭერა სამოქალაქო უფლებების კანონმდებლობისადმი, რაც შეერთებულ შტატებში მეტი რასობრივი თანასწორობის საკანონმდებლო ჩარჩოდ იქცა” – წერს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.

აქვე უნდა აღინიშნოს, ის მართლმადიდებელი მღვდელმთავარი, რომელიც მარტინ ლუთერ კინგ უმცროსთან ერთად იბრძოდა ფერადკანიანი ამერიკელების უფლებათა დაცვისთვის და მთავარ მსვლელობასაც კი შეუერთდა. ის გახლდათ მსოფლიო საპატრიარქოს ამერიკის ნეტარხსენებული მთავარეპისკოპოსი იაკობი (1911-2005).

იხილეთ ვიდეო, სადაც მთავარეპისკოპოსი იაკობი ამ პროცესში მის მონაწილეობაზე საუბრობს:

ბოლო სიახლეები