მთავარეპისკოპოსი ელპიდოფოროსი – ჩვენ ვერ შევწყვეტთ ლოცვას ჩვენი ძმა რუსებისთვის

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

2021 წლის 3 ოქტომბერს მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავარმა, ამერიკის მთავარეპისკოპოსმა ელპიდოფოროსმა ამერიკის კანონიკურ მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა კრებაზე საუბრისას განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიცია უჭირავს მოსკოვის საპატრიარქოს და რა გეგმები და მიზნები აქვს მსოფლიო საპატრიარქოსა და დანარჩენი ადგილობრივი ეკლესიების წინააღმდეგ, მსოფლიო საპატრიარქო გააგრძელებს რუსებისთვის ლოცვას და მათზე ფიქრს.

მთავარეპისკოპოს ელპიდოფოროსის თქმით, ვერაფერი შეარყევს მის სიყვარულს რუსების მიმართ, იმ იმედით, რომ რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლები ერთ დღეს დაუბრუნდებიან კვლავ მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა კრებასა და სისავსეს და გააგრძელებენ მართლმადიდებლობისათვის საერთო სასიკეთო საქმის კეთებას.

“ისინი ჩვენი ასამბლეის სრულფასოვანი წევრები არიან და ჩვენ მათი სწრაფი დაბრუნებისთვის ვლოცულობთ, რადგან ჩვენ, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები, დიალოგის ხალხი ვართ”, – განაცხადა ამერიკის მთავარეპისკოპოსმა და აქვე დაამატა, რომ მართლმადიდებლიბა არა “ეკლესიათა ფედერაცია” არამედ ოჯახია.

მსოფლიო საპატრიარქოს ერთ-ერთი გამოჩენილი იერარქის ამ განცხადებით ნათელია, რომ მსოფლიო საპატრიარქო ყველაფერს პატიობს მოსკოვის საპატრიარქოსა და მის წარმომადგენლებს, რაც მსოფლიო საპატრიარქოს წინააღმდეგ ჩაიდინეს და მომავალში აპირებენ ჩაიდინონ და კონსტანტინეპოლის საყდარი, როგორც დედაეკლესია, მზად არის, ნებისმიერ დროს მიიღოს რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლები.

ბოლო სიახლეები