“მიენდეთ ჩვენი რწმენის წინამძღოლს, იესო ქრისტეს და იპოვით შვებას!” – მსოფლიო პატრიარქი უკრაინელებს

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

დღეს, 2022 წლის 28 მარტს მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქი პოლონეთს ეწვია, პოლონეთის პრეზიდენტი ანდრეი დუდას და პოლონეთის ავტოკეფალური ეკლესიის მწყემსმთავრის, უნეტარესი მიტროპოლიტ საბას მოწვევით, რათა მოინახულოს და გაამხნეოს უკრაინის საზღვარზე მყოფი უკრაინელი ლტოლვილები. 

მისმა ყოვლადუწმინდესობამ უკრაინელ ლტოლვილებს მიმართა: 

„განძლიერდით, ჩვენო შვილებო!

ჯვარი, რომელიც თქვენ იტვირთეთ, მძიმეა და ჩვენ მოვედით რათა ერთად ავწიოთ იგი.

Არ დანებდეთ!

მიენდეთ ჩვენი რწმენის წინამძღოლს, იესო ქრისტეს და იპოვით შვებას!

აღდგომა მოდის!

“ქრისტე აღსდგა” – გავიგონებთ კვალად, როგორც გამარჯვების ჰიმნს!“ – ბრძანა მსოფლიო პატრიარქმა.

ბოლო სიახლეები