მსოფლიო საპატრიარქომ წმიდა მკურნალთა ხსენების დღე დააწესა

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

2021 წლის 21 ივლისს მსოფლიო საპატრიარქოს წმიდა სინოდმა განიხილა და შეაფასა სამედიცინო მეცნიერებისა და ექიმების თავგანწირული და მნიშვნელოვანი წვლილი მძიმე პანდემიისა დაძლევაში.

ამრიგად, წმიდა სინოდმა განაჩინა: ყოველი წლის 17-18 ოქტომბერთან უახლოეს კვირა დღეს დაწესდეს “წმიდა ექიმთა ხსენების დღე”, როდესაც აღინიშნება წმინდა მკურნალთა კოზმა და დამიანეს, წმიდა ლუკა ყირიმელის და სხვა ექიმი წმიდანების ხსენება.

ამ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პატივს მიაგებს სამედიცინო მეცნიერებისა და მისი ექიმების დაუღალავ მუშაობას ადამიანების საკეთილდღეოდ და მათ დალოცავს.

მსოფლიო საპატრიარქოს წმიდა სინოდმა ეპარქიებს შესაბამისი ენციკლიკა და ამ დღისთვის სპეციალურად შექმნილი მსახურება დაუგზავნა.

ბოლო სიახლეები