მსოფლიო საპატრიარქოს ჩრ. მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია ეწვია [ფოტო]

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

დღეს, 16 დეკემბერს მსოფლიო საპატრიარქოს ოხრიდის (ჩრ. მაკედონიის) არაღიარებული ავტოკეფალური ეკლესიის დელეგაცია ეწვია. 

დელეგაცია წევრები ოთხი მონასტრის მონაზონთა დასი გახლდათ, რომელსაც უძღვებოდა მათი სულიერი მოძღვარი, ბიგორსკის მონასტრის წინამძღვარი და ანტანის ეპისკოპოსი პართენი. 

მსოფლიო პატრიარქმა სტუმრები წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში მიიღო და დალოცა. შეხვედრას ასევე ქალკედონის გერონ მიტროპოლიტი ემანუელი ესწრებოდა. შეხვედრისას დელეგაციის სახელით მისასალმებელი სიტყვა ეპისკოპოსმა პართენიმ წარმოსთქვა.

ეპისკოპოსი პართენი ჩრ. მაკედონიაში ცნობილია, როგორც დიდი მოღვაწე გერონდა. მას უკავშირდება მონაზვნობის აღორძინება აღნიშნულ ქვეყანაში. 

შეგახსენებთ, ოხრიდის ავტოკეფალური ეკლესია ერთ-ერთი უძველესი წარმოშობის კათედრაა, რომელიც სერბეთის ეკლესიამ სქიზმატურად მას შემდეგ გამოაცხადა, რაც გასულ საუკუნეში ჩრ. მაკედონიის ეკლესიის ეპისკოპოსებმა გაუქმებული ავტოკეფალიის აღდგენა მოითხოვეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბულგარეთის საპატრიარქო ნაწილობრივ აღიარებს ოხრიდის ავტოკეფალურ ეკლესიას და მასთან ლოცვით კავშირში იმყოფება. 

გასულ წელს ოხრიდის ავტოკეფალური ეკლესიის წმინდა სინოდმა მსოფლიო საპატრიარქოს მიმართა თხოვნით იმოქმედოს IV მსოფლიო საეკლესიო კრების IX და XVII კანონების თანახმად და ხელახლა განიხილოს მათი კანონიკურ ეკლესიაში აღდგენის საკითხი. 

ასევე იხილეთ ჩრ. მაკედონიის არაღიარებული ავტოკეფალური ეკლესიის ბიგორსკის მონასტერი ერთ პატარა ვიდეოში:

ბოლო სიახლეები