მსოფლიო საპატრიარქოში მირონის მომზადების პროცესი დაიწყო [ფოტო]

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

დღეს, 2022 წლის 18 აპრილს, დიდ ორშაბათს მსოფლიო საპატრიარქოში წმინდა მირონის მომზადების პროცესი დაიწყო, რომელიც დიდ ხუთშაბათს დასრულდება და საზეიმო ლიტურგიის შემდეგ ეკურთხება.

ამის შემდეგ წმინდა მირონი შემდეგ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს დაეგზავნებათ: ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, სერბეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, პოლონეთის, ალბანეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის და უკრაინის ეკლესიებს.

როგორც წესი წმინდა მირონის მომზადებაში ყველა ზემოაღნიშნული ეკლესიის წარმომადგენელი მონაწილეობს. წელს, კორონავირუსისგან გამოწვეული პრობლემების გამო ეს ასე არ მოხდება. წმინდა მირონს მსოფლიო პატრიარქი და წმინდა სინოდის წევრები აკურთხებენ და ადგილობრივ ეკლესიებს დაუგზავნიან.

ბოლო სიახლეები