მსოფლიო საპატრიარქო სრულ მხარდაჭერას უცხადებს ალექსანდრიის საპატრიარქოს

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

2022 წლის 11 იანვარს მსოფლიო საპატრიარქოში შედგა წმიდა სინოდის იანვრის თვის რეგულარული სხდომა, რომელზეც განიხილეს მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან ალექსანდრიის საპატრიარქოს კანონიკურ საზღვრებში შეჭრის საკითხი. მსოფლიო საპატრიარქოს წმიდა სინოდი მხარდაჭერას უცხადებს ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის საპატრიარქოს და სრულ მზადყოფნას გამოხატავს, რომ გააკეთოს ყველაფერი კანონიკურ ჩარჩოებში, რათა ალექსანდრიის საპატრიარქოს ტერიტორიაზე შენარჩუნდეს კანონიკური წესრიგი.

შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციის თანახმად, მისმა ღვთაებრივმა უნეტარესობამ ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპმა და პატრიარქმა თეოდორე მეორემ ოფიციალური წერილით მიმართა მის ღვთაებრივ ყოვლადუწმიდესობას მსოფლიო პატრიარქსა და კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოს ბართლომეოსს, რათა მოხდეს პენტარქიის ეკლესიათა კრების მოწვევა, რათა უმაღლეს დონეზე განიხილონ და ოფიციალურად კანონიკურად შეაფასონ რუსეთის ეკლესიის ანტიკანონიკური ქმედებები აფრიკაში და მოხდეს შესაბამისი რეაგირება.

ბოლო სიახლეები