რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია სერიოზულად განიხილავს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის ანათემირების საკითხს

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია სერიოზულად განიხილავს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს ანათემირების საკითხს

ეს აზრი გამოთქვა თეოლოგმა დიმიტრი გორევამ თავის სტატიაში რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუს დროს.

მისი თქმით, მოსკოვის პატრიარქ კირილს ეშინია თავად მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება და ამიტომ აწყობს ნოემბერში ეპისკოპოსთა კრებას, რომ ამაზე პასუხისმგებლობა ოთხასზე მეტ ეპისკოპოსს ააღებინოს.

ამავდროულად, კირილე თავად აცხადებს კიდეც რისთვის “გაასამართლებენ” ბართლომეოსს – მოსკოვის აზრით, ეკლესიის პირველობის დოქტრინის დამახინჯებისათვის.

,,ასე რომ, მოსკოვი გეგმავს პატრიარქ ბართლომეოს ერეტიკოსად გამოცხადებას 2021 წლის ნოემბერში. ოფიციალურად. ეს იქნება პირველი ნაბიჯი. შემდეგ ისინი დაელოდებიან ბართლომეოსის პასუხს. ეს არის მოსკოვის თამაში გავლენების გაძლიერების მიზნით. პასუხის შემდეგ ისინი გადადგამენ შემდეგ ნაბიჯს – გამოაცხადონ ბართლომეოსის ანათემირება “, – თქვა გორევოიმ.

თუმცა, მისი აზრით, ისინი პირდაპირ ვერ გადასცემენ ანათემას – მათ არ ექნებათ ამის გამბედაობა, არამედ “ითამაშებენ ჰიბრიდულ თამაშს”.

უკრაინელი ანალიტიკოსი აცხადებს, რომ მიუხედავად, იმისა, რომ ადგილობრივი ეკლესიები არ აღიარებენ უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას და პირდაპირ თუ ირიბად იზიარებენ მის პოზიციებს, ამ საკითხში არანაირი მხარდაჭერა არ ექნება. 

,,აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ მხოლოდ რუსეთის ეკლესია აღიარებს ბართლომეოს ერეტიკოსად. მართლმადიდებლური კანონების თანახმად, ის, ვინც მსახურობს ერეტიკოსთან ერთად, აღიარებულია ერეტიკოსად. ვინაიდან არავინ გაწყვეტს ბართლომესთან ევქარისტიულ კავშირს და განაგრძობს ურთიერთობას, მოსკოვს მოგვიანებით მოუწევს ერეტიკოსებად აღიაროს ყველა მართლმადიდებელი იერარქი, მათ შორის ყველაზე ერთგული სერბებიც. ამრიგად, მოსკოვის საპატრიარქო, საკუთარ თავს კანონიკურად მახეში აგდებს” – აცხადებს უკრაინელი თეოლოგი.

შემდეგად თუ მოსკოვი მსოფლიო საყდარს ერეტიკულად და ეკლესიის მიღმა მყოფად გამოაცხადებს, მას არ მიემხრობა არცერთი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია, შესაბამისად თავს სასაცილოდ გაიხდის და იძულებული გახდება ევქარისტიული კავშირი გაწყვიტოს ყველა იმ ეკლესიასთან, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოსთან კავშირში იქნება. ამის შედეგად კი არა მთელი მართლმადიდბელი ადგილობრივი ეკლესიები, არამედ თავად აღმოჩნდება სქიზმაში და ეკლესიის გარეთ.

ბოლო სიახლეები