წმ. იოანე ოქროპირის ხსენება მსოფლიო საპატრიარქოში

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

დღეს, 12 ნოემბერს მსოფლიო საპატრიარქოში მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი წმინდა იოანე ოქროპირის ხსენებასთან დაკავშირებით წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საზეიმო მწუხრს დაესწრო. ტრადიციისამებრ მისმა ყოვლადუწმინდესობამ საპატრიარქო კათედრაზე მისი წინამორბედის, წმინდა იოანე ოქროპირის ხატი დააბრძანა, ხოლო კათედრის წინ მისი წმინდა ნაწილები მოათავსეს.

ხვალ, 13 ნოემბერს წმინდა იოანე ოქროპირის ხსენებასთან დაკავშირებით საზეიმო საღმრთო ლიტურგია კვლავ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღესრულება.

ბოლო სიახლეები