მონტენეგროს პრეზიდენტი: ,,რუსული ეკლესია ემსახურება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ინტერესებს საზღვარგარეთ”

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

ჩერნოგორიის პრეზიდენტმა მილო ჯუკანოვიჩმა რუსეთი “მონტენეგროს შიდა საქმეებში ღიად ჩარევაში” და ეგრეთწოდებული “დიდი სერბეთის” მისწრაფებების მხარდაჭერაში დაადანაშაულა.  მან ასევე თქვა, რომ რუსეთის ეკლესიის ადმინისტრაცია და რუსეთის ხელისუფლება “ცდილობენ ჩერნოგორიის დესტაბილიზაციას და მას ევროინტეგრაციის გზიდან გასვლას”.  ამის შესახებ ჩერნოგორიის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამი.

,,სხვა საკითხებთან ერთად, მან (გულისხმობს ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევს) კიდევ ერთხელ დაადასტურა მინისტრი ლავროვის აშკარა აღიარება, რომ რუსული ეკლესია ემსახურება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ინტერესებს საზღვარგარეთ.  დადასტურებულია, რომ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში ისინი არიან ანტი-მონტენეგროელი და ანტი-მართლმადიდებლები “,- განაცხადა ჯუკანოვიჩმა რუსეთის ფედერაციის საგარეო საეკლესიო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის, მიტროპოლიტ ილარიონისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებზე.

,,ჩვენ მწუხარებით აღვნიშნავთ, რომ რუსეთის ეკლესიის ხელმძღვანელობა, მიუხედავად მრავალი გადამოწმებული ისტორიული მოვლენისა, წარსულში იყო მონტენეგროს ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიის ლიტურგიკული და კანონიკური და ეკლესია (რომელსაც აღიარებდა და ევქარისტიულ კავშირში იყო), რომელიც სერბეთის სამეფოს მიერ 1918-1920 წლებში არაკანონიერად იქნა გაუქმებული.  მან დაამატა, რომ რუსეთის ეკლესია გადადის რევიზიონიზმისკენ და ცდილობს დააკმაყოფილოს თავისი ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლების იმპერიული ამბიციები, ასევე ბელგრადის “დიდი სერბეთის” ამბიციები.  ”ამჟამინდელი რუსეთის მთავრობა და რუსეთის ეკლესიის უმაღლესი ნაწილი ცდილობენ ჩერნოგორიის დესტაბილიზაცია მოახდინონ და იგი ევროინტეგრაციის გზიდან გადაიყვანონ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ მონტენეგროს პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი საქართველოს სტუმრობს: https://www.president.gov.ge/ka/News/Article/montenegros_prezidenti_sakaryvelos_khval_pirvelad_etsvia

ბოლო სიახლეები