მოსკოვის საპატრიარქოს მიერ დამცირებული და შეშინებული საქართველოს საპატრიარქო

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

2021 წლის 15 ოქტომბერს, სათვალავი აღარ აქვს მერამდენედ, მოსკოვის საპატრიარქო ურცხვად და უკანონოდ შემოიჭრა საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციაში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოქმედი მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, რომელიც საქართველოს ეკლესიის კონსტიტუციას წარმოადგენს სომხეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი ეკუთვნის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას ( I თავი, II პარაგრაფი, III მუხლი).

ამა წლის ოქტომბერში კი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდთან შეუთანხმებლად მოსკოვის საპატრიარქო უკანონოდ შემოიჭრა საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციაში და საეკლესიო დონეზე მიიტაცა სომხეთის ტერიტორია, რასაც უწოდა “ერევნისა და სომხეთის ეპარქია”, რომლის მართველ მღვდელმთავრად დანიშნა ოს სეპარატისებთან თანამშრომლობაში მრავალგზის შემჩნეული მთავარეპისკოპოსი ლეონიდე (გორბაჩევი).

როგორც წესი, ამგვარ სიტუაციაში, ეკლესიის პრაქტიკიდან გამომდინარე, ადგილობრივ ეკლესიათა შორის წყდება ევქარესტიული კავშირი, რაც მოხდა უახლოეს წლებში იერუსალიმისა და რუმინეთის ეკლესიებს (2014 წ.), ასევე ანტიოქიისა და იერუსალიმის ეკლესიებს (2015 წ.) შორის.

სამწუხაროდ, საქართველოს საპატრიარქო ამ ფაქტზე, გამოხმაურებას ტრადიციულად არ ახდენს ამ დრომდე.

ბოლო სიახლეები