ნახეთ როგორ აფასებს Facebook-ის ადმინისტრაცია “მსოფლიო საეკლესიო სიახლენის” საქმიანობას

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

“თქვენს გვერდს არ აქვს შეზღუდვები ან დარღვევები! მადლობა თქვენი გამოხმაურებისთვის!”, – ამგვარად აფასებს Facebook-ის ოფიციალური ადმინისტრაცია “მსოფლიო საეკლესიო სიახლენსა” და მის საქმიანობას.

მრავალგზის აღინიშნა, რომ ქართული საერთაშორისო საეკლესიო საინფორმაციო ელექტრონული გამოცემა “მსოფლიო საეკლესიო სიახლენი” www.wenews.ge არის გამორჩეული ქართულენოვანი პორტალი, რომელიც ქართველ მკითხველს აწვდის ობიექტურ და დაუფარავ ინფორმაციას მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიასა და სხვა კონფესიურ მიმდინარეობებში არსებულ უახლეს და მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე ჩვენს პორტალზე ქვეყნდება შემეცნებითი და საისტორიო წერილები.

ასევე, ჩვენ ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკლესიის შიდა სივრცეში დაბანაკებული არაკეთილმოსრუნე და არასინდისიერი ძალების მხილებას, რომლებიც შეფარვით და რეალურად ემსახურებიან საკუთარ პატივს, განდიდებას, ამქვეყნიურ კეთილდღეობას და დიდ ზიანს აყენებენ საქართველოს უძველეს ეკლესიას, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საერთაშორისო სივრცეში. მათი მხილება და საინფორმაციო სივრცეში გამოაშკარავება ჩვენს ერთ-ერთ აუცილებელ მოვალეობად მიგვაჩნია.

ჩვენ ყოველდღიურად ვამზადებთ და ვთარგმნით საეკლესიო სიახლეებს სხვადასხვა საერთაშორისო საეკლესიო პორტალთან თანამშრომლობით.

“მსოფლიო საეკლესიო სიახლენი” თარგმნის სიახლეებს შემდეგი ენებიდან: ინგლისური, რუსული, ბერძნული, არაბული, სერბული, რუმინული, ბულგარული, უკრაინული, პოლონური.

ყოველივე ამ ფონზე კი საქართველოს საპატრიარქომ უკვე არაერთგზის სცადა, რომ ზიანი მიაყენოს “მსოფლიო საეკლესიო სიახლენს” და წაუყენოს ცრუ ბრალდებები სიცრუის გავრცელებაში ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციების იმ ნაწილში, რომელიც “მსოფლიო საეკლესიო სიახლენის” მიერ ვრცელდება არა ოფიციალურ ინფორმაციად, არამედ ჩვენთვის მოწოდებული ცნობების ფონზე, რასაც ვაცხადებთ სავარაუდოდ და იქვე საქართველოს საპატრიარქოს საჯაროდ ვთხოვთ, რომ გაავრცელოს ოფიციალური ინფორმაცია ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე.

“მსოფლიო საეკლესიო სიახლენი” საქართველოს საპატრიარქოს კვლავ მიმართავს დაადასტუროს ან უარყოს ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცხინვალში რუსეთის ეკლესიის მიერ 2022 წლის 7 იანვარს თვითნებურად და ანტიკანონიკურად აღსრულებული საშობაო წირვის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, “მსოფლიო საეკლესიო სიახლენი”, როგორც საერთაშორისო საეკლესიო მედია იტოვებს უფლებას, მოსკოვის საპატრიარქოს მიერ საქართველოს საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიაზე ჩადენილი მორიგი უკანონო და უმსგავსო ფაქტები გაახმაუროს მსოფლიო საეკლესიო პრესაში და ასევე, სამართლიანად ამხილოს ისინი, ვისაც უპირველესად ევალებათ მოსკოვის საპატრიარქოს ხსენებული ანტიკანონიკური ქმედებების დაგმობა საქართველოში.

აქვე ყველა დაინტერესებულ მხარეს ვაცნობებთ, რომ “მსოფლიო საეკლესიო სიახლენი” აგრძელებს თავის საქმიანობას, რათა წარმოადგინოს რეალური ინფორმაციები და შემოგთავაზოთ ჯანსაღი მიდგომები კონკრეტული საეკლესიო საკითხებისადმი, რომლებიც მნიშვნელოვანია მსოფლიო ეკლესიასა და მის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილში – საქართველოს ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიაში.

ბოლო სიახლეები